"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა:

"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა და რაგბის კავშირს პრეზიდენტი ჰყავს. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. აბუსერიძის მხარდამჭერებს მივმართავ, ძალადობის გარეშე მოხდეს ყველაფერი, რადგან ეს მათ აზიანებთ.

მე მათი მხარიდან ილია ზედგენიძე დავასახელე რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, განათლებით გამოვარჩიე ის. დროებითი გამგეობის წევრებად სხვებიც დავასახელე, მათ შორის, ორი ქალბატონი. თუ ისინი სასამართლოსა და კანონს არ დაემორჩილებიან, რაგბის თემის გარეთ დარჩებიან.

სიცრუე იყო, რაც ქედის გუნდის შემთხვევაში მოხდა, 7
თვის ბავშვის საკითხი გამოიყენეს. "არმიის" კლუბის გუშინ შეცვლილ პრეზიდენტზე მათ ჰკითხეთ. ირაკლისა და მისი მომხრეებიდან ბევრი სიცრუე იყო. ვინ იყო მოსული ჩემ მხარდასაჭერად, იმათაც პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ ყოფილა.

თანამშრომლობისთვის ყველასთან მზად ვარ. ცხადია, ურთიერთობა კონსტრუქციული უნდა იყოს. 30-40 ათასი მორაგბეა, აქ კი 300-500 იყო მოსული, ისინი უმცირესობაში არიან.

საქმის მიმართ ძალიან მძიმედ ვარ განწყობილი. დაახლოებით 6 მილიონი ლარია ვალი. არ ვიცი, რაგბის კავშირში არც ვყოფილვარ, მივიდე უნდა, ვნახო დოკუმენტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შევკრებ გამოცდილ მწვრთნელებს, ისინი შეაფასებენ გაწეულ მუშაობას" - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. მანამდე „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.



მკითხველის კომენტარები / 12 /
რეესტრის ამბავი ჯურნალისტებს უნდა აეხსნათ წესიერად და ცემა-ტყეპამდე არ მივიდოდა საქმე. რეესტრმა დაადგინა რაგბის კავშირის წესდება დაირღვაო. არჩევნების ორი სახე არსებობს, თავდაპირველი, პირველი ტური და განმეორებითი, ანუ მეორე ტური. ქვორუმი ამაზეა დამოკიდებული. პირველ ტურში უნდა გამოცხადდეს ნახევარზე მეტი ნამდვილი წევრი (კლუბი) და ამასთან მათ უნდა ჰქონდეთ ხმების 2/3 მაინც. საქმე ისაა, რომ ზოგ კლუბს 2 ხმა აქვს და ზოგს კი 1. კავშირში სულ დაახლოებით 80 ხმაა და ეს იცვლება კლუბების დაბადება-გაქრობით. მეორე ტურში ქვორუმს ჰყოფნის ხმების ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით 41 ხმა, ხოლო გამარჯვებას ამის ნახევარზე მეტი. პირველ ტურებში ვერ გაიმარკვა ვერც აბუსერიძემ და ვერც ტყემალაძემ. წესდების მიხედვით მეორე ტური აუცილებლად უნდა ჩატარდეს 10-30 დღეში. ტყემალაძის შემთხვევაში ასეც მოხდა, მაგრამ აბუსერიძის შემთხვევცაში ეს მოთხოვნა დაირღვა, რადგამ არჩევნები ერთი წლის შემდეგ ჩატარდა. რეესტრმა დაადგინა, რომ 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნებში წესდების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და შესაბამისად არჩევნების შედეგი ბათილიაო.
გიორგი
11 მარტი 2021 12:27
4
ხალხო ერთი ვერ გავიგე და ვინც ჩემზე მეტად ჩახედული ხართ იქნებ ამიხსნათ? აბუსერიძემ გაიმარჯვა ხომ პირველად? რეესტრმა არ დაარეგისტრირა. მიზეზი რა ითქვა? დარღვევებით გაიმარჯვა და იმიტომ არ დაარეგისტრირა? თუ ისე უბრალოდ არ ვარეგისტრირებთო და ვსო? მართლა ვერ გავიგე, გეხვეწებით რა თუ ვინმემ იცით მეტი იქნებ არ დაიზაროთ ერთი-ორი სიტყვით?
ლევანი
10 მარტი 2021 20:17
0
არ გვაწყობს აბუსერიძეო, სერიოზულად ვამბობ.
სოსო
18 მარტი 2021 13:27
0
არჩევნები არასწორად ჩატარდაო რაღაც მიზეზი გამოძებნეს
#
11 მარტი 2021 00:13
1
არც აბუსერიძისათვის და არც ტყემალაძისათვის პრეზიდენტად არჩევა,მისალოცი საქმე არ არის.ძალიან მძიმე კრიზისია რაგბში და ძალიან ძნელი იქნება მდგომარეობის გამოსწორებაც.დადებით ფაქტორად მენიშნა სოსო ტყემალაძის განცხადება,რომ ილია ზედგენიძეს შეიყვანს გამგეობაში.ჩემი არაკომპეტენტური აზრით,ილია ზედგენიძე იყო ის ადამიანი,ვისი გაპრეზიდენტებაც,ყველა მხრიდან კონფლიქტს დაამშვიდებდა და საქმესაც კარგად გააკეთებდა.ძალიან დიდი იმედი მაქვს,მისი პიროვნული თვისებებისაც და კომპეტენციისაც.არ ვიცი დაპირისპირებული მხარეებიდან ვინაა მტყუანი და ვინ მართალი.რაღაც ასპექტში, ყველას ექნება თავისი სიმართლე,მაგრამ ახლა,სხვა გზა არ არის,რაგბის გულისათვის უნდა იპოვონ შეხების წერტილები და ერთობლივად დაიწყონ საქმის გამოსწორება.
სოსო
10 მარტი 2021 19:06
2
ულოცავთ რუსებს ქართული რაგბის დასასრულის დღეს
Stfu
10 მარტი 2021 18:49
37
არ დაილევა სახნისი,არ გამოვიდეს,სადგისი.
სოსო
12 მარტი 2021 18:57
0
როგორც გავიგე, გიორგი კობახიძის კანდიდატურაა, მჯერა რაგბს ააშენებს, მშენებალმა სხვა რა უნდა აკეთოს?
gurami
10 მარტი 2021 18:26
15
მთავარია ქართულ რაგბის არ მიადგეს ზიანი სულ ცოტა ხანში გაირკვევა ვის რა მიზნები ამოძრავებს
ალეკსანდრე
10 მარტი 2021 18:11
3
მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი არჩევნები სამარცხვინო იყო
ირაკლი
10 მარტი 2021 18:03
10
ნამუსიც კარგი საქონელია
ეჰ
10 მარტი 2021 17:07
6
აწი თან საქმე თან კოჰაბიტაცია. მარტო მსოფლიოზე გასვლა არ იკმარებს სირცხვილის ჩამოსარეცხად. ხარისხი, შიდა რაგბი, და თანამშრომლობა! ოპონენტების თანამშრომლობა!
ლუკა
10 მარტი 2021 16:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული