ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
ჯიგრები ხართ!
დათო
21 მარტი 2021 13:02
0
იტალიელი მსაჯები ცდილობენ ამ გზით ჩამოგვიშორონ კონკურენტობიდან,მალე დადგება დრო და გავასწრებთ, მთავარია არ შევჩერდეთ, გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას!!!
ლეო
20 მარტი 2021 18:34
0
იტალიელი მსაჯები ცდილობენ ამ გზით ჩამოგვიშორონ კონკურენტობიდან,მალე დადგება დრო და გავასწრებთ, მთავარია არ შევჩერდეთ, გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას!!!
ლეო
20 მარტი 2021 18:31
0
არ ვიცი რა ვთქვა. 1) თამაშის ირგანიზება 0. 2) სისწრაფეები დაკლებული უკლებლივ ყველა მოთამაშეს თითქმის. 3) მოლში და შერკინებაში ის ვეღარ ვართ რაც ვიყავით. არათუ უკეთესები. 4) აუტი არ ვიცი უკვე. 5) დაკიდებულ ბურთებზე არ ვიცი პორტუგალია და ესპანეთი ამას რო გვიზამენ წარმომიდგენია ალბათ ფიჯისთან და კინძულელებთან რა მოხდება. აღარაფერს ვამბობ უფრო მაღალი დონის გუნდებბზე. ალბათ ლოგიკურია ხო?? ერთადერთი ფიზიკურად დავჯაბმეთ ერთი ერთზე და ამის ხარჯზე მოვიგეთ. რუსეთთან ამ თამაშით ძაან გაგვიჭირდება ისინი მანდრაჟით თუ არ გამოვიდნენ. ცეცხლს ვეთამაშებით. თუ სასწრაფოდ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდება. არავინ შემეკამათოს რომ რეგრესი გვაქ. პრიგრესზე არაფერს ვამბობ რა თქმა უნდა.
anz
15 მარტი 2021 14:57
0
წარწერა ველური დასავლეთის სალუნში: "არ ესროლოთ პიანისტს, ის უკრავს როგორც იცის!". ასეა ჩვენი საქმეც. დაახლოებით 2-3 წლის წინ კომენტარებში დავწერე, რომ რეიტინგში მე-12-13 ადგილი არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მეტის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ვინც არ მეთანხმება გადაამოწმოს ჩემი მოსაზრება 5 ან 10 წლის შემდეგ.
თბილისელი
15 მარტი 2021 11:56
4
რაგბის დასამარება უნდათ!რა გახდა კვალიფიცირებული მწვრთნელი როგორიც მილტონ ჰეიგი იყო.
თორნიკე
15 მარტი 2021 11:45
3
რუსებთან თამაშის დროს დააკვირდით მათ წინსვლას ხელდახელ თამაშის და სირბილის კომპონენტებში. ჯერ შეგიძლიათ მათი მოგება, მაგრამ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და 6 ერზე ფიქრი თუ გინდათ კარგი მენტალური მოზადების მწვრთნელი და ძლიერი ფსიქოლოგი უნდა დაიმატოთ!
მენტალური მომზადების ცენტრი
15 მარტი 2021 10:56
1
ეს თამაში მოიგო საქართველოს ნაკრბის მორაგეებმა აქ მწვრთნელი არ ყოფილ. არავითარუ ტაქტიკა არავითარი თამაშის გეგმა. რეალურად ნორმალური მწვრთნელით დღეს ესპანეთი ისევე შორს არის საქართველოს ნაკრბისგან რგორც იყო თუ კიდევ უფრო შორს არა.
ნაკრებს არ ყავს ნამდვილი ლიდერი, როგორიც იყო მამუკა ვინც გუნდს საჭირო დროს დაუყვირებს და შეაქებს და მსაჯთანაც ეთქმის ორი სიტყვა. დიდი მადლობა გია მაისაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
me
15 მარტი 2021 10:00
1
ჩვენ დაგვეწიენ უკვე გუნდები, ისინი პროგრესირებენ, ჩვენ თითქოს გავიყინეთ თუ არაფერი შეიცვალა ცუდადაა საქმე, ახალი სისხლი ჭირდება, გორგოძის თაობა წავიდა, ახლები გვინდა
ნიკა
15 მარტი 2021 09:24
0
კვესელაძემ და მამუკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, ალანიაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მეტად დაბალი კლასის რაგბი ვაჩვენეთ. რეგრესია ნაკრებში. დისციპლინა მოიშალა საერთოთ. მწვრთნელის გარეშე თამაშობს ნაკრები...
Rable
15 მარტი 2021 09:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული