რუსეთის ნაკრების მორაგბე: საქართველოსთან თამაშის წინ ბრწყინვალე განწყობაზე ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მორაგბე ევგენი მიშეჩკინმა rugger.info-სთან საუბარში საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

"საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, ბრწყინვალე განწყობაზე ვართ. ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი მოთამაშეები დააკლდება და ესპანეთთანაც რთული შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ძლიერი გუნდია.

ჩვენ მეტოქის თამაშის მაქსიმალურად დეტალურად განხილვა ვცადეთ, განსაკუთრებით, შერკინებისას. მწვრთნელმა გვიჩვენა, როგორ მოქმედებენ მათი ფორვარდები. სისწრაფეზე თამაშსაც დიდი ყურადღება დავუთმეთ. ვეცდებით, თამაშის მიმდინარეობისას მათზე სწრაფები ვიყოთ.

ვფიქრობ, წინა შეხვედრამ აჩვენა, რომ რუსეთს საქართველოსთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, მათ შორის, შერკინებაში.
ვიცით ჩვენი და მათი როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები და ვეცდებით, ამ შეხვედრაში ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. უდიდესი სურვილი გვაქვს, მოსაგებად ვითამაშოთ და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
განწყობა ,მართლაც ბრწყინვალე ჰქონდათ.ახლა,მატჩის შემდეგ რა გუნებაზე ხართ,ბიჭებო?
სოსო
20 მარტი 2021 17:44
0
თამაშის მერე რა განწყობაზეა ნეტა :)
მორაგბე
20 მარტი 2021 17:25
0
აღმავალი და რეგრესის ფაზა ყველა გუნდს აქვს, ყველგან და ყველა სპორტში. კონკრეტულად, ჩვენთან, მიმდინარე ეტაპზე, მიმდინარეობს გუნდის შემადგენლობის 90% -ით გადახალისება. ამიტომ, გარკვეული ხარვეზები თამაშის პროცესში არ უნდა იყოს რაღაც ექსტრაორდინარულ მოვლენად აღქმული. ეს გამოსწორებადია. მე რეგრესს ვერ ვხედავ სულისკვეთებაში, იგი, როგორც წინა თაობის დროს, კვლავ სიმაღლეზეა და ეს მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად.
კახა ბილაშვილი
19 მარტი 2021 21:42
0
აღმავალი და რეგრესის ფაზა ყველა გუნდს აქვს, ყველგან და ყველა სპორტში. კონკრეტულად, ჩვენთან, მიმდინარე ეტაპზე, მიმდინარეობს გუნდის შემადგენლობის 90% -ით გადახალისება. ამიტომ, გარკვეული ხარვეზები თამაშის პროცესში არ უნდა იყოს რაღაც ექსტრაორდინარულ მოვლენად აღქმული. ეს გამოსწორებადია. მე რეგრესს ვერ ვხედავ სულისკვეთებაში, იგი, როგორც წინა თაობის დროს, კვლავ სიმაღლეზეა და ეს მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად.
კახა ბილაშვილი
19 მარტი 2021 21:15
0
საქართველოსთან მოგებაზე ფიქრს სიზმარშიც ვერ უნდა ბედავდნენ. თუნდაც ის რომ ასე გაგვიბლატავდნენ და ასე უტიფრად ემზადებიან საზეიმოდ, არის უდიდესი ჩავარდნა და შეურაცხყოფა ქართული რაგბის. მაგის შემხედვარეს დამატებითი მოტივაცია არ უნდა გჭირდებოდეს, თუ ხარ მორაგბე და ქართველი კაცი.
Bidzia.
19 მარტი 2021 21:04
0
თუ გუნდში ახალი მაღალი კვალიფიკაციით მწვრთნელები არ მოვიდნენ და ბევრი რამე არ შეცვალეს, არ არის შორს ის დრო როცარაგბი ევროპის მოგებაც პრობლემური იქნება
ალეკსანდრე
19 მარტი 2021 18:53
3
ისინი გაგვიტანენ იმდენს, რამდენსაც შეძლებენ, ხოლო ჩვენ გავიტანთ იმდენს, რამდენიც გვჭირდება... ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება!!!
უშანგი
19 მარტი 2021 18:49
10
რა არ მოეწონათ აზრზე არ ვარ:)
სტატე
19 მარტი 2021 20:41
1
გადაუარეთ
rugby
19 მარტი 2021 17:21
2
Ვინ ხართ ჩვენების გამარჯვებაში გულზე ხელი დაიდეთ ისე თქვით
ბაბუაწვერა
19 მარტი 2021 16:56
1
ბატონო ლევან, რასაც ეს რუსი ამბობს, სიმართლეა. ფაქტიურად, უნებურად, თავიანთი შიდა სამზარეულო გამოამზეურა. ანუ ეცდემიან, ძალიან სწრაფი თამაში და პრესინგი შემოგვთავაზონ... შეეცდებიან თამაში არიონ...ჩვენ კი მაგათ არ უნდა ავყვეთ, თამაშის ტემპი უნდა ვარეგულიროთ, ძალოვანი მოლებით და მამაპაპური ლელოებით მივჯირყვნოთ... ჭკუას არ გარიგებთ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა... წარმატებები...
გიორგი 50
19 მარტი 2021 15:56
0
ქართული რაგბი რეგრესს რომ განიცდის იმის ერთ-ერთი ნიშანი ზუსტად ისიცაა, რომ რუსეთის შიდა სამზარეულო და ტაქტიკა გულშემატკივრებისთვის უკვე საფიქრალია...
მიჩინიო
19 მარტი 2021 20:41
1
უკვე რუსეთთანაც აგეწვათ ერთი ადგილი. დაღმა დაეშვა რაგბიც.
ასა
19 მარტი 2021 16:58
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული