რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს საფრანგეთს შეხვდება

AutoSharing Option
13 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბორდოში ტესტ-მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება, - იტყობინება Rugbyrama.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი ნოემბერში 3 შეხვედრას ჩაატარებს: 6 და 20 ნოემბერს არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან, ხოლო 13-ში - "ბორჯღალოსნებთან". საფრანგეთთან საქართველოს ნაკრებს გასულ წელსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის ეპიდემიის გამო არ შედგა.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთს მხოლოდ ერთხელ ეთამაშა - 2007 წელს მარსელში 7:64 დამარცხდა.

შეგახსენებთ, 17 ივლისს ჩვენი ეროვნული გუნდი შოტლანდიას უმასპინძლებს.