23:13 02-07-2021
როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რა იყო ბრძოლა? თავის დაცვა? მოგვიგებენ კლასით გვაჯობებენ მარა, მოლს რო ვერ დააყენებ მთელი თამაში , და უჯარიმოდ მოწინაგმდეგეს ვერ ჩაუშლი ეგაა საწყენი, არაფერი თამაში ეგ არ იყო, პატარაა აჩქარება და ან ლელო იყო ან ვჯარიმდებოდით,წინა თაობა აგებდა მარაა მოლით და შერკინებით მაინც გვახარებდა ხოლმე,აქ კი რავი რაა,
15
11
ეს იყო ბრძოლა. რა არ იყო ბრძოლა დღეს ვნახეთ, 102-0 წააგო ტონგამ ზელანდიასთან. ტონგა რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოგვრჩება :)
14
3
დიდი დონის გუნდის კლასი სწორედ ბოლო წუთებზე ვლინდება უმრავლეს შემთხვევაში,ნებისმიერ გეიმისას.თავისართლება კი წაგებისას კი უთავბოლოდ შეიძლება.ვიმეორებდი და ეხლაც ვამბობ, თუ გვსურს მსოფლიო გუნდების ათეულში დავიმკვიდროთ ადგილი, გვესაჭიროება მილტონ ჰეიგზე არანაკლები ავსტრალიელი ან ახალზელანდიელი ქოაჩი და საჩქაროდაც,თუ არადა ადგილზე გუნდის ადგილზე ტკეპნას აუცილებლად მოჰყვება უკან ხევა გუნდის სიძლიერისა და აი მაშინ კი უკვე გვიანი იქნება წინსვლაზე ფიქრიც კი....
13
1
გვჭირდება - ეროვნულ ჩემპიონატში დ ი დ ი ფინანსების ჩადება ( მისთვის დავაინტერესოთ მილიონერები,როგორც ქართველები, ისე დასავლელი - შეღავათიანი კანონმდეობით) და - ,,დიდი 10,,- ის გადაქცევა ერთ- ერთ ძლიერ კონკურენტულ - პრესტიჟულ ტურნირად თანამედროვე რაგბში - მოწვეული ფრანგი, ბრიტანელი ...სპეციალისტების, მოთამაშეების (ოკეანეთიდანაც)...მოკლედ მინიმალური ხელფასი რომ - 4000 - 5000 ე უ რ ო მაინც რომ იყოს + ყველა სასწავლო დაწესებულება- სკოლებში - ფიზ- მომზადება- რაგბის შეტანა ( ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობებებიც) და მერწმუნეთ - მსოფლიო ელიტის მყარი წევრი- ერთ - ერთი ლ ი დ ე რ ი შევიქმნებით...დაახლოებით 10 წელიწადში.
0
1
სათაურია ისეთი გეგონება თანაბარი თამაში იყო, ბრძოლაში კი არ დამარცხდა, გადაგვიარეს, რაც მოსალოდნელიც იყო. არაუშავს, იმედია მეორე თამაშს უკეთესად ჩავატარებთ და დიდ გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები
13
19
გუნდი 200 ბოჭვას რომ აკეთებს ერთ თამაშში და 35 წუთამდე მსოფლიოს პირველ გუნდს უგებს ნიშნავს რომ იბრძოლა. ამ დიდ ანგარიშებს კიდევ შეეჩვიეთ, რაგბია ბოლოსდაბოლოს.
26
5
შესანიშნავი თამაში იყო... წინ უფრო დიდი ბძოლებია...
12
3
გაასიმბინეს ახალი ტერმინია?
6
3
ადმინ,შავ სიაში ჩამწერეთ?აფერუმ!ძალიან მაგრები ყოფილხართ.ჩემი კომენტარები უხამსობას შეიცავს თქვენი ზოგიერთი სტატიასავით,შეურაცხყოფას,ძალადობისაკენ მოწოდებას თუ სიძულვილის ენას,ზოგიერთი პოსტერის მსგავსად?ან იქნებ რეკლამას ვეწევი,კომერციული სახისას?აბა რატომ მბლოკავთ წარამარა?
2
3
Vinc mogebas eloda im nakrebtan sasaciloa an tanabar tamahs...sul sxva donea.eg igivea argentinastan an braziliastan mostxovo tanabari tamahi pexburthi..mosamayebelia tavistavad .magram ararealirs veravis ber motxov
2
3
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული