რაგბი

ეროვნული ნაკრები

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, კოვიდინფიცირებული მწვრთნელის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. მედიკოსების დასკვნით, საქართველოს ნაკრების თავკაცს ფილტვები აქვს დაზიანებული.

როგორც ცნობილია, 2 ივლისს საქართველოს ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 9:40 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. გაუქმდა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე შეხვედრა და ასევე, 17 ივლისს თბილისში ჩასატარებელი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ.

წყარო: tvpirveli