ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომაში ყოფნის შესახებ ისაუბრა...

"ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ჩემ გამო ნერვიულობა მოუწია და ასევე, ყველასვე მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებთაც სამხრეთ აფრიკის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში მომათავსეს.

ადგილობრივი მედიკოსებისა და ჩვენი ნაკრების ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობას ენით ვერ აღვწერ. ამ ბრძოლაში გვერდით ბევრი ადამიანი მედგა.

ჩემი ფილტვები ჟანგბადის 80%-იანი მიწოდების დროსაც არ მუშაობდა. ადგილობრივი ექიმები ჩვენს კავშირს სულ ეუბნებოდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი, რომ ესა თუ ის ღამე აღარ გამითენდებოდა. ჩემი გამოჯანმრთელების
მხოლოდ ვახტანგ რეხვიაშვილს სჯეროდა.

არავინ ელოდა, რომ თვალებს გავახელდი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. მაშინ თქვეს, რეაბილიტაციას 3-6 თვე დასჭირდებაო, თუმცა 10 დღეში გავიარე. ჯამში, დასაბრუნებლად 1 თვე დამჭირდა.

გონზე რომ მოვედი, მივხვდი, საქართველოში თავს უკეთ ვიგრძნობდი. სისხლის წნევა რომ დარეგულირდა, ხელოვნური ჟანგბადის საჭიროებაც მომეხსნა და გადავწყვიტე, აღდგენითი პროცესის დანარჩენი ნაწილი სახლში გამევლო. ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი ისევ მჭირდება,"- განაცხადა მაისაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარე ლევან.ამის შემდეგ,100 წელი კიდევ იცოცხლებ.ჯანმრთელობა და წარმატებები არ დაგელიოს.
სოსო
14:01 19-09-2021
1
მეც მჯეროდა, ლევან. მაგ დროს მეც ვიწექი კოვიდით და შენზეც ვლოცულობდი. მერთმა ჯანმრთელად გამყოფოს
ზურა
20:23 19-09-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული