ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომაში ყოფნის შესახებ ისაუბრა...

"ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ჩემ გამო ნერვიულობა მოუწია და ასევე, ყველასვე მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებთაც სამხრეთ აფრიკის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში მომათავსეს.

ადგილობრივი მედიკოსებისა და ჩვენი ნაკრების ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობას ენით ვერ აღვწერ. ამ ბრძოლაში გვერდით ბევრი ადამიანი მედგა.

ჩემი ფილტვები ჟანგბადის 80%-იანი მიწოდების დროსაც არ მუშაობდა. ადგილობრივი ექიმები ჩვენს კავშირს სულ ეუბნებოდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი, რომ ესა თუ ის ღამე აღარ გამითენდებოდა. ჩემი გამოჯანმრთელების
მხოლოდ ვახტანგ რეხვიაშვილს სჯეროდა.

არავინ ელოდა, რომ თვალებს გავახელდი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. მაშინ თქვეს, რეაბილიტაციას 3-6 თვე დასჭირდებაო, თუმცა 10 დღეში გავიარე. ჯამში, დასაბრუნებლად 1 თვე დამჭირდა.

გონზე რომ მოვედი, მივხვდი, საქართველოში თავს უკეთ ვიგრძნობდი. სისხლის წნევა რომ დარეგულირდა, ხელოვნური ჟანგბადის საჭიროებაც მომეხსნა და გადავწყვიტე, აღდგენითი პროცესის დანარჩენი ნაწილი სახლში გამევლო. ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი ისევ მჭირდება,"- განაცხადა მაისაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საზოგადოებას ნუ აბოთავებთ! სამხრეთ აფრიკაში დარჩენილი თავისი სამწრთვნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად და არა სამკურნალოდ ე.წ. COVID-19. აი, ასე თესავენ შიშს ქვეყანაში, იციან რა რაგბის თამაშს საქართველოში ჰყავს უამრავი ქომაგი! ეს არის ფსიქოზის პროპაგანდის გაგრძელება და მეტი არაფერი!ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება, საზოგადოება რომ დაარწმუნონ COVID19-ს საშიშროებაში. უფრო მეტის თქმაც შეიძლება ამაზე. ყველაფერი თავიდანვე დაიგეგმა, როდესაც გადაწყდა,რომ ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში დროებით უნდა დარჩენილიყო, თავისი სანაკრებო სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დაიგეგმა, რადგან სამხრეთ აფრიკა საქართველოდან ძალიან შორს მდებარეობს და იქედან ამბის ჩამომტანი არავინაა, ქართველს იქ ნაკლებად ნახავთ, ვიდრე ევროპაში ან აშშ–ში. აფრიკელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვსენტი გიორგაძე მიიწვიეს მწრვთნელად სამხრეთ აფრიკაში ჩემო ბატონო. ჩვენი, ქუთაისელი. ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების კვაჭი, წარმატებული მორაგბე.
....
21 სექტემბერი 2021 08:30
13
შენ კარგად თუ ხარ რეებს ლაპარაკობ..იცი იცნობ გაგიგია გინახავს რომ ესეთ ცილს სწამებ ადამიანს..ესე ერთი ხელის მოსმით ადამიანზე საუბარი და მის ტყუილზეჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა ნამუსით ამბობ..სირცხვილია ესე ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ან კიდე რა კვალიფიკაციის ასამაღლებლად დარჩაო საიდან მოგაქ ესეთი უაზრობა
შავლეგო
21 სექტემბერი 2021 11:04
1
სურათი როგორია? ვითომდა ნაავადმყოფარი სახითაა. ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება, საზოგადოება რომ დაარწმუნონ COVID19-ს საშიშროებაში. უფრო მეტის თქმაც შეიძლება ამაზე. ყველაფერი თავიდანვე დაიგეგმა, როდესაც გადაწყდა,რომ ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში დროებით უნდა დარჩენილიყო, თავისი სანაკრებო სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დაიგეგმა, რადგან სამხრეთ აფრიკა საქართველოდან ძალიან შორს მდებარეობს და იქედან ამბის ჩამომტანი არავინაა, ქართველს იქ ნაკლებად ნახავთ, ვიდრე ევროპაში ან აშშ–ში. აფრიკელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვსენტი გიორგაძე მიიწვიეს მწრვთნელად სამხრეთ აფრიკაში ჩემო ბატონო. ჩვენი, ქუთაისელი. ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების კვაჭი, წარმატებული მორაგბე.
....
21 სექტემბერი 2021 08:27
11
რავა ყველაფერს უკუღმა და ეჭვის თვალით უყურებთ?თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად დარჩა მაგას რატომ დამალავდნენ? რა არის მაგაშიცდი?
ფფფფ
02 ნოემბერი 2021 23:38
0
ჯანმრთელობა მოგცეს უფალმა!
ქომაგი
20 სექტემბერი 2021 22:08
0
მეც მჯეროდა, ლევან. მაგ დროს მეც ვიწექი კოვიდით და შენზეც ვლოცულობდი. მერთმა ჯანმრთელად გამყოფოს
ზურა
19 სექტემბერი 2021 20:23
1
გაუმარჯოს რაჭველებს!
ამო
19 სექტემბერი 2021 18:18
2
გაიხარე ლევან.ამის შემდეგ,100 წელი კიდევ იცოცხლებ.ჯანმრთელობა და წარმატებები არ დაგელიოს.
სოსო
19 სექტემბერი 2021 14:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული