მაისაშვილი: ამ ორი მატჩით ერთი საფეხურით ზევით ავედით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა:

"თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ შეცდომები დაუშვა და მათი რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ეპიზოდში ემოციამ გვძლია, თორემ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ფაზაში ლელოს ჩვენ დავდებდით.
სამწუხარო იყო ტაიმის ბოლოს აცელილი ჯარიმა. როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი იქნებოდა. მთლიანობაში, ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა, ვიყავით ხისტები დაცვაში და კარგად ვმოქმედებდით ფეხით თამაშისას.

მეორე ტაიმში ფიჯიმ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იყო, რომ შევძელით მათი მოლების გაჩერება და შერკინებაში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საწყენია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რისი შანსიც გვქონდა, თუმცა წაგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო. მთლიანობაში, ჩვენი გეგმის ნაწილობრივ განხირციელება შევძელით და თამაშსაც დადებითად ვაფასებ.

მიმაჩნია, რომ ამ თამაშით და ზოგადად ამ ტურნეთი, ერთი საფეხურით ზევით ავედით. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და დაინახეს, რომ ამ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს რა შედეგით დასრულდა ფიჯისთან მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, შარშანდელ შეხვედრაში გვქონდა პროგრესი, ახლა კი შარშანდელთან შედარებით იყო პროგრესი. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ნოემბრის ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
მწვრთნელთა შტაბმა სწორი თამაშის ტატქტიკა აირჩიეს! წავაგებდით დიდი ალბათობით სხვა ტაკტიკით რომ გვეთამაშა. საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგმა უნდა გაიგოს, ფიჯელი მორაგბეები დღესდღეობით ჩვენზე ძლიერები არიან!
....
21 ნოემბერი 2021 23:17
2
ნამდვილად საქართველოს ეროვნული ნაკრების აქტივში ჩასათვლელი თამაშები იყო, მაგრამ არ შემიძლია ჩემი რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება არ გამოვთქვა. ვიქრობ მოთამაშეების სელექციაში ნეპოტიზნს და ფავორიტიზმს, თუ გამოვრიცხავდით, ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევდით თუნდაც უკანასკნელ თამაშებში. 9 ნომერზე ლობჟანიძის და აფრასიძის დონის ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული მოთამაშეები ჯერჯერობით არ გვყავს და აფრასიძის ტრამვის პირობებში ფიჯისთან ლობჟანიძის შეუცვლელად თამაში მაინც დიდ შეცდომად მიმაჩნია. რა ლოგიკით გყავდათ ალანია მარქაფაში ფიჯელებთან მატჩში? მადლობა ღმერთს, რომ არ გამოიყვანეთ, თორემ ისეთივე სირცხვილს ვჭამდით და მოთამაშესაც ღრმა ფსიქოლოგიურ ტრამვას მივაყენებდით ციკლოპური აღნაგობის ფიჯელებთან თამაშით, როგორც ეს მათიაშვილს დაემართა იმავე ფიჯელებთან ადრე გამართულ მატჩში. რითი შეიძლება აიხსნას ალანიას ფიჯელებთან მარქაფაში ყოფნა და საერთოდ ნაკრებში ყოფნა, თუ არა ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი? ვფიქრობ 9 ნომერზე ქართულ რაგბს აქვს რესურსი მესამე-მეოთხე ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად ბევრად უფრო მომზადებული შემცვლელი წარადგინოს ეროვნულ ნაკრებში! რაც შეეხება 10 ნომერს, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია წლების განმავლობაში ლაშა მალაღურაძის არა სათანადოდ გამოყენება ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, მიუხედავად მისი ასაკისა, შეცდომაა ის, რომ მალაღურაძე არ იყო გამოძახებული "შავ ლომში", რაც მას გაუორმაგებდა მოტივაციას შესულიყო ფორმაში და დაბრუნებულიყო ნაკრებში. ლაშას ძლიერი ფეხი, რომელიც მუდმივად მოგვაგებინებდა 60-70 მეტრით მოედანს და ასევე მისი ფიზიკური შესაძლებლობები აქტიურად ემუშვა შებოჭვებზე ის ოფციაა რასაც არ იყინებს ჩვენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია "კრასნი იარის" კლუბმა კონტრაქტის გაგრძელებაზე მხოლოდ იმიტომ უთხრა ლაშას უარი, რომ მან უარი არ თქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე, რაც ასევე მის დიდ პატრიოტიზმზე მიუთითებს. არ მინდა ბევრისთვის ცნობილი ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის სხვა მაგალითები მოვიყვანო და ამით ზედმეტი აჟიოტაჟი შემოვიტანო ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ სამწვრთნელო შტაბს; ებრძოლეთ ამ მავნე სენს თქვენს პროფესიულ საქმინობაში და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ როგორც თქვენ, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაგბში ! ! !
პანტელეიმონი
21 ნოემბერი 2021 19:03
3
კარგით რა, საკმარისია ეს უტრირებული კომენტარები რაგბში. რა ნეპოტიზმზეა და ფავორიტიზმზეა საუბარი, ფედერაცია ფეხებზე წელს იდგამს საუკეთესოებში დაიმკვიდროს ადგილი.ეს მოარული, სპორტის სხვა სახეობებში ფეხგადგმული დაბალი დონის კომენტარები არ ესადაგება რაგბს.
ლევანი
21 ნოემბერი 2021 22:04
11
ჩილაჩავა ჟვანია კიდევ იყო ერთი ბიჭი გვარი დამავიწყდა.. ნაკრები ზებრის არაა ეგ ნაკრები ჩვენი ყველასია... ეს შედეგი მიუღებელია იმ თამაშით რაც ვაჩვენეთ.. პრაქტიკულად არ შეგვიტევია მასიურად მთელი თამაში დაცვაში ვიყავით და ამიტომაც დავიღალეთ ბოლოს....
რომა
21 ნოემბერი 2021 21:47
13
კრიტიკოსებმა გაიხსენეთ იაპონიაში, 2019-ში სამხრეთ აფრიკამ ინგლისს რის ხარჯზე მოუგო. ხომ წამოიკიდა ჯარიმებზე და ასე აჯობა. ჩვენებმაც ასე გააკეთეს. სხვათა შორის ფიჯელების ლელო ჩვენი ლელო შეიძლებოდა ყოფილიყო.თამაშია გასაგებია, მაგრამ ისიც ფაიხსენეთ ფიჯისთან ბოლო თამაშები და შეადარეთ. მაისაშვილზე უკეთესი მწვრთელები, როგორ არ არსებობენ, მაგრამ რაც გაკეთდა, რომ უდა დავინახოთ.
ლევანი
22 ნოემბერი 2021 02:56
0
ტაბუცაძემ და კვესელაძემ,ეს რა ქნეს ფიჯის ნაკრებთან...? ნაკრები გუნდი რომელიც კონტრშეტევებზე აგებს თავის თამაშს?
....
26 ნოემბერი 2021 00:42
0
სამწუხაროდ არსადაც არ ავსულვართ.
ვართ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 20 წლის წინ - ვუგებდით რუსებსა და ესპანელებს და "ღირსეულად" ვნადგურდებოდით გრანდებთან.
ILIA
21 ნოემბერი 2021 19:00
41
20 წლის წინ აშკარად არაფერი გახსოვს, კუნძულელები გვაპამპულებდნენ და ხშირდად რუმინეთთანაც ვაგებდით ესპანეთთანაც და პორტუგალიასთანაც. 2001-დან 2006 წლამდე მოგებული არ გვქონდა ერთა თასი. აშკარა პროგრესია გორგოძის და ზირაქას თაობათა ცვლიდან გამომდინარე
ilias
21 ნოემბერი 2021 19:58
7
100%! ავიღოთ თუნდაც გუშინდელი მატჩი ფიჯისთან: 0 ლელო, 0 გააზრებული შეტავა, 0 კრეატიულობა!
ფანი
21 ნოემბერი 2021 20:17
20
სამწუხაროდ, ვერ დავიჩემებ, რომ პროფესიონალური შეფასება შემიძლია გავაკეთო - არც მითამაშია და არც სხვაგვარად მქონია პროფესიონალური შეხება რაგბისთან - უბრალო ქომაგი ვარ. მე რასაც თვალნათლივ ვხედავ, ეს არის აშკარა პროგრესი პასების სიღრმეში გაკეთების კუთხით - ადრე უმეტესწილად გვერდით კეთდებოდა პასი და პასის მიმღები სტატიკურ მდგომარეობაში "ეძალებოდა" მოწინააღმდეგეს; ახლა კი პასები რამდენიმე მეტრით უკან კეთდება, რაც ბურთიან მოთამაშეს სიჩქარის აკრეფის საშუალებას აძლებს და მიძალებაც უფრო ეფექტიანია... ასევე, ჩემი აზრით, შეცდომების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია; დერეფანშიც უკეთ ვიცავთ თავს.
...და ზოგადად უფრო თანამედროვე რაგბის ვთამაშობთ.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ჩვენ ბიჭებს!!!
მიშა
22 ნოემბერი 2021 10:44
2
ძალიან ბევრზე მეტი გესმის ამ სპორტში
დემე
22 ნოემბერი 2021 18:27
0
ერთი ვერ გამიგია, საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთი ძლიერი გუნდია მსოფლიოში. ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს ჩვენი ნაკრების წევრთა 70%. ისინი ფრანგი მოთამაშეების დონის რომ არ იყვნონ ფრანგულ გუნდებში ვინ მიიწვევდა? ამიტომ ჩემის აზრით ჩვენი ნაკრები ფიჯისთვის და მაგის დონის გუნდებისთვის, თუნდაც იტალიისთვის არ უნდა იყოს ხელწამოსაკრავი გუნდი. ანუ რა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის?
ჟორა გაბრიჭიძე
21 ნოემბერი 2021 20:11
2
ჩვენების უმრავლესობა საფრანგეთის მეორე ლიგაშია. ვინც თოფ14-შია ძირითადში იშვიათად აყენებენ.
გიორგი
23 ნოემბერი 2021 16:41
0
ზევით ასვლის რა დაინახეთ?ფიჯის შეცდომებზე ითამაშა გუნდმა, არანაირი სიახლე არ დაგვინახავს
მთ
21 ნოემბერი 2021 21:47
19
ვულოცავ ბიჭებს ფიჯისთან მაისაშვილზე ობიექტურად ძლიერი მწვრთნელები გვყოლია მარა უშანსოდ ვაგებდით დღესაც ვხედავთ რაგბის გულშმატკივრები რომ რეალურად ფიჯი ჩვენზე ძლიერია მარა სწორი მიდგომით ფრე კი არა მოგებაც შეიძლებოდა თუნდაც აბჟანდაძეს ერთი გაფუჭებული ჯარიმა დაამატეთ და ეგაა თუმცა თამასის დაწყებამდე მე პირადად წაგებაზე შეგუებული ვიყავი ოღონდ არა უმეტეს 6 ან 9 ქულის ასე რომ მაისაშვილის სწორმა მიდგომამ გაამართლა .
zurabi
22 ნოემბერი 2021 13:00
3
ვინც ქართული რაგბის წინსვლას ვერ ამჩნევს სულ მინიმუმ აზრზე არ არის რაგბის. ფიჯის რაც შეეხება მათ შემადგენლობაში მინიმუმ 19 კაცი საუკეთესოა თავის კლუბში ტოპ 14-ში. უელსს ერთი კვირის წინ 60 წუთი კაცნაკლულმა კინაღამ მოუგო. რაც შეეხება ჟვანიას და ჩილაჩავას, ვინც მათ დაბრუნებას ითხოვთ, იცით ჟვანია სად თამაშობს ამ ბოლო დროს და რა ფორმაშია? ან ჩილაჩავას თამაში როდის ნახეთ ბოლოს? დღესდღეობით სუკეთესოებია ნაკრებში და არავისთვის დაკეტილი არ არის
გია
21 ნოემბერი 2021 22:59
9
ჩილაჩავა მშვენიერ ფორმაშია!
გიორგი
23 ნოემბერი 2021 16:37
1
არ მესმის რატო ჰქვია "ერთი საფეხურით ზევით ასვლა" -ფიჯისთან ფრით კმაყოფილებას, როცა მათთან უფრო პრინციპული თამაში გვაქვს მოგებული...
საფრანგეთთან შედარებით ნაკლები ბალანსით წაგებაც ნუ აგვაეიფორიებს -(აქაოდა ზელანდიასაც ბევრით მოუგოვო) ყველა ჩახედულმა იცის რა განწყობაა ტიერ ერთებთან და დანარჩენებთან თამაშისას...
rable
21 ნოემბერი 2021 21:39
17

სიახლეები პოპულარული