"ბორჯღალოსნები" - ფიჯისთან უფრო ახლოს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.

20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან 15:15 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღო, ამდენივე დააკლდა ფიჯის და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს ჯამში 74,02, ხოლო მე-11 პოზიციაზე მყოფ ფიჯის 76,32 ქულა აქვს.

2021 წლის განმავლობაში "ბორჯღალოსნებმა" 8 თამაში გამართეს - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და მე-13-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებული; ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი - მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ
აფრიკასთან პრეტორიაში 9:40 და საფრანგეთთან ბორდოში 15:41.

რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც "ოლ ბლექსის" მარცხებით ისარგებლა. ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს:

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით

სამხრეთ აფრიკა – 90,61
ახალი ზელანდია – 88,75
ინგლისი – 87,83
ირლანდია – 86,53
საფრანგეთი – 85,53
ავსტრალია – 83,92
შოტლანდია – 83,05
უელსი – 81,56
არგენტინა – 80,58
იაპონია – 78,26
ფიჯი – 76,32
საქართველო – 74,02
სამოა – 73,59
იტალია – 70,51
რუმინეთი – 67,91
ტონგა – 67,72
აშშ – 66,54
ურუგვაი – 66,40
პორტუგალია – 65,84
ესპანეთი – 65,42
კანადა – 61,80
ჰონკონგი – 61,23
რუსეთი – 60,07
ნამიბია – 59,72
ჩილე – 58,41
ნიდერლანდები – 57,60
ბელგია – 54,86
პოლონეთი – 53,81
ბრაზილია – 53,31
გერმანია – 53,15…..

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბავშვობაში კონოებს ვუყურებდი ხოლმე ციკლოპებზე. ფიჯელები იმათ მაგონებენ. :)
....
24 ნოემბერი 2021 02:26
1
ისე კარგი ტრენერები არც ჩვენ გვაწყენდა როგორიც მაგალითად ინგლისს საფრანგეთს აფრიკას ახალ ზელანდიას ან თუნდაც შოტლანდიას ყავს.მაისაშილი არ არის ცუდი კაცი მაგრამ ვეღარ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს რომ საქართველო შევიდეს 10 საუკეთესოში.
Misha
23 ნოემბერი 2021 10:31
6
ამდენი თამაშგარე, რაკში და მოლში შეცდომები, შეიძლება ერთიდაგივე დარღვევების უაზროდ აკიდება? თქვენ გეკითხებით პატივცემულო მაისაშვილო.


....
23 ნოემბერი 2021 01:25
9
:) ამ კომენტარზე დიზლაიკს რატომ წერთ??? ვისი კომენტერიც არ უნდა იყოს, სრული სიმართლის უარყოფა არ შეიძლება! საფრანგეთის ნაკრებთან რაც ჯარიმები გვქონდა, იგივე განმეორდა ფიჯისთან. ფრანგებმა ყველა ჩვენი შეცდომა ლელოთ აქციეს, ვიდრე უფრო მეტად დაბალი კლასის ფიჯელებმა!
....
25 ნოემბერი 2021 22:32
1
ისე რა გვიხარია 12 ადგილი რაგბს ასე თუ ისე პროფესიულ დონეზე 30 გუნდი თამაშობს.. აქედან ბოლო 10 გუნდი ისეთია 50 ქულით რო ვუგებთ... 10გუნდი ჩვენი ჩათვლით ერთ დონეზე ვართ მეტნაკლებად და არის კიდევ 10 ტოპ გუნდი.. 5ეულში რო შევალთ აი მაშინ უნდა ვიამაყოთ ეხლა ბურთს ვაწვალებთ
რამონი
23 ნოემბერი 2021 01:04
16
ისე სამხრეთ აფრიკასაც რა უხარია პირველი ადგილი, რაგბს ასე თუ ისე პროფესიულ დონეზე 30 გუნდი თამაშობს:))))))))))))))))))
ბურთს არა და რაღაცას აწვალებს ვიღაცა
23 ნოემბერი 2021 09:02
0

სიახლეები პოპულარული