რაგბი

ეროვნული ნაკრები

რაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა - მიზეზი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული სიახლე რამდენიმე საათში წაშალა.

როგორც რუსული Sports24-ი წერს, ეს ევროპის რაგბის კავშირის თხოვნამ განაპირობა, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირს ამ ინფორმაციის წაშლა სთხოვა.

ამავდროულად, განცხადება რუსეთის რაგბის კავშირის პრესატაშე ანტონ ხალიზოვამაც გააკეთა და თქვა, რომ "რაგბი ევროპა" მსგავსი პუბლიკაციების გამოქვეყნებას არ იზიარებს, რადგან რუსეთის რაგბის კავშირის პოზიციას მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, საუბარია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაზე, რომელიც მაყურებელთა რაოდენობის გაზრდას ეხებოდა და უკრაინულ ენაზე გავრცელდა. 27 თებერვალს "დინამო არენაზე" გასამართ საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაზე დასწრებას სტადიონის
ტევადობის ნახევარი, დაახლოებით 25 ათასი გულშემატკივარი შეძლებს.

altსაქართველოს რაგბის კავშირის ღირსეული საქციელი

altსაქართველო - რუსეთზე მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს

ასევე დაგაინტერესებთ