პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ამარცხებს

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს 18:8 ამარცხებს.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე
წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რატო ბლოკავთ კომენტარს
გიყიდათ ტყემალაძემ
რატო არ დაბთ კომენტარი
19:20 20-03-2022
2
რომელიმე ტელევიზია აჩვენებს ამ თამაშს , ვინმემ იქნებ მითხრას თუ ძმა ხარ !
გიორგი ვარშავიდან
19:06 20-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული