"სამი თამაშის შემდეგ დაინახავთ ჩვენს გავლენას სათამაშო ხარისხზე" - "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი დერეფნის მწვრთნელი პოლ ტიტო იმედოვნებს, რომ სამწვრთნელო შტაბში მისი და სხვა ახალი სპეციალისტების მუშაობის შედეგს ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის სერიების დასრულებამდე დაინახავს.

44 წლის შერკინების მწვრთნელი, რომელსაც მეორე ხაზის პოზიციაზე "ჩიფსში", "ტარანაკში", "ჰარიკეინსა" და "კარდიფში", ასევე, ახალი ზელანდიის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებსა და "მაორი ოლ ბლექსში" უთამაშია, ქართველი მორკინალების შესაძლებლობებს კარგად იცნობს. 2018 წლიდან ის ჯერ "პოს" შერკინების, მერე კი მთავარი მწვრთნელი იყო.

"ვიცი, რომ ძალიან ძლიერი შერკინება და მოლი გაქვთ. ბევრი მორაგბე ფრანგულ ტოპ 14-ში თამაშობს. ჩემთვის ეს
კარგი შესაძლებლობაა, გავიცნო განსხვავებული, ქართული კულტურა. მაქვს სურვილი, ის ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა, მივიღე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენო და მას სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან ერთად უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში დავეხმარო", - ამბობს ტიტო, რომელიც "ბორჯღალოსნების" შერკინებასთან ილო მაისურაძესთან ერთად მუშაობს და განმარტავს უპირველეს მიზანს, რაც საკუთარ თავს და გუნდს დაუსახა:

"მე საკითხს პოზიტიური კუთხით ვუყურებ. ამ გუნდში ბევრ დადებითს ვხედავ. ბიჭების ნაწილი ტოპ 14-ში თამაშობს, ნაწილი - "შავ ლომში". მომდევნო კვირების განმავლობაში შევეცდებით, ამ ორ ჯგუფს შორის ხარისხობრივი სხვაობის შემცირებაზე ვიმუშაოთ და ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომლითაც ქართველი გულშემატკივარი იამაყებს.

ამ კვირაში მოვლენებს გვერდიდან დავაკვირდები. შევხედავ და შევისწავლი სათამაშო დეტალებს, მაგრამ აქ საქმისთვის ვარ და იმედი მაქვს, გარკვეულ დროში დაინახავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგს, განსაკუთრებით, ფორვარდების თამაშსა და სტანდარტული მდგომარეობების კომპონენტში. ასევე ვიმუშავებ უნარებზე და ქორისთან (ბრაუნი) ერთად შეტევის ელემენტებზე.

რასაკვირველია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მოთმინება უნდა ვიქონიოთ და, იმედი მაქვს, ამ სამი თამაშის შემდეგ თქვენ ნათლად დაინახავთ ჩვენს გავლენას სათამაშო ხარისხზე".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
თავს არავის ვახვევ ჩემს მოსაზრებებს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ამხელა ეიფორია პატარა ბორჯღალოსნების მიერ დადებული ლელოების რაოდენობაზე! მარტო რაოდენიბას რომ თვლით იქნებ იმასაც შეხედოთ როგორ დაიდო ეს ლელოები, 80% მოლით იყო... ძალიან კარგია ასეთი დომინანტური შერკინება და მოლი რომ გვყავს, მაგრამ 20 წლამდელებთან როგორც იმუშავა ისე დიდების დონეზე ვერ გამოვა!!! ვინმეს თუ გჯერათ რომ ეს ბიჭები ეროვნულის დონეზე 6 ერის ნაკრებებს ამდენ ლელოს მოლით დაუდებენ მაშინ ისევ ამ საუკუნის დასაწყისის ჩვენს რაგბს დაბრუნებულხართ და ვერ გაგიგიათ... რაც შეეხება ამ ახალ მწრვთნელებს, რატომ აქამდე არ დაიმატეს? იტალიასთან თამაში ჩვენთვის მართლა საეტაპო არის და თუ მაგ თამაშისთვის ვერ ასწრებს ეს კაი კაცი ვერაფერს მაშინ მერე მაინც ეთქვათ ვიღაცეებს ვიმატებთო. მაგრამ როგირც ჩანს თვითინ მიხდა ეს ტიპი რომ საქმე ცუდად გვაქვს და მოიხსნა პასუხისმგებლობა. მოკლედ რაც არის ეგაა, ორ დღეში რაღა შეიცვლება:( წარმატება ჩვენს ბიჭებს!!
პაატა
07 ივლისი 2022 12:21
1
სამი თამაშის შემდეგ სანაკრებო პაუზაა და როდის დავინახავთ?. ფაქტია ნაკრებში დიდი სტაგნაციაა, მიუხედავად რაგბისტებია კარგი კლასისა
ზაზა
06 ივლისი 2022 23:11
1
კახა,დღეს ჩვენი 20 წლამდელების შოტლანდიასთან თამაში ნახე და მაინც მაგას ამბობ?მართლა ვერ ამჩნევ წინსვლას?6 ერის ნაკრებებთან 3 თამაშში 14 ლელოს დადებაზე,გიოცნებია მაინც?ვერ დავიჯერებ რომ გიოცნებია,იმიტომ რომ არც მე მომსვლია აზრად,შეუძლებელზე ოცნება.მწვრთნელებთან მუშაობა კი,მუდმივად მიმდინარეობს და ამაზე მუდამ საუბრობენ,რაგბის მესვეურები,როცა ეთერში გამოჰყავთ.დღეს უკვე ლიცენზირებული მწვრთნელები მუშაობენ და აშკარად ჩანს,როგორ იკლო,ტრავმების რაოდენობამ,თამაშის დროს.ეს სწორი მომზადების შედეგია
სოსო
06 ივლისი 2022 22:14
5
გიორგის.მაგისი წამალი,მასობრიობის რამდენჯერმე გაზრდა,ყველგან სათამაშო მოედნების მოწყობა და კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელების საკმაო რაოდენობის მომზადებაა.თანაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში.უფრო ზევით დონეზე,სპორტული მედიცინის,მეცნიერების და უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელების ჩამოყვანა.თუმცა ამის დაფინანსებას ქვეყანა ვერ შეძლებს.აზრი არა აქვს,ნაკრებში მსოფლიოს დონის მწვრთნელის ჩამოყვანას და მისი ხელფასისათვის რაგბის ფედერაციის ნახევარი ბიუჯეტის გადახდას,რეიტინგში 12 დან მე-11 ადგილზე გადასასვლელად.ამას სჯობია,ეს თანხები ბავშვთა რაგბის და მის მწვრთნელთა უფრო უკეთ და უფრო ბევრის მოსამზადებლად დახარჯონ.ეს მოგვცემს სტაბილურ წინსვლას.ეროვნული ნაკრები ერთ დღეში ნახტომისებურად ვერ გაძლიერდება.ახალი,უფრო უკეთ მომზადებული თაობის მოსვლაა საჭირო,ვინც უფრო მაღალ დონეზეა მომზადებული და უკეთეს უნარებს ფლობს.დღეს უკვე აფრასიძის თაობაა ნაკრების ბირთვი,აგერ მიშა ნარიაშვილიც წავიდა რაგბიდან.ეგენი ხელით უკეთ თამაშობენ,მაგრამ შერკინებაში აღარ გვყავს მსოფლიოს დონის ვარსკვლავები.მამუკა,ზირაქა,ნარიაშვილი ისეთ პირობებში იწყებდნენ თამაშს,რომ მართლაც რკინის კაცები იყვნენ,ფანატიკოსები.ასეთები ყოველდღე არ გამოჩნდებიან,საერთო დონეა ასაწევი,შემადგენლობისათვის სიღრმის მიცემა და მერე,კონკურენციაში ვიღაცა დაწინაურდება.მგონი სწორედ ამას აკეთებს აქ მაისაშვილი და ფეხბურთში სანიოლი.მაისაშვილს ბევრი აკრიტიკებს,მაგრამ რა ხელფასზეც ეგ მუშაობს,უცხოელი კარგი მწვრთნელი,მაგ ხელფასზე აქ არ მოვა.ფანატიკოსია და ცოდნა რომ არ ჰგონდეს,მამუკა გორგოძეს ვერ გაზრდიდა.საკუთარი მანქანთ დაჰყავდა პატარა მამუკა,სავარჯიშოდ და სამ წელიწადში,საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გაუშვა სათამაშოდ.დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელი,საქართველოს პირობებში,ამდენს ვერ შესძლებდა.რაც შეეხება დიდი ნაკრების დონეს,რა თმქა უნდა საუკუნოვანი ტრადიციების ქვეყნებს ჩამოვრჩებით სარაგბო კულტურის ყველა სფეროში,მასობრიობა იქნება,ინფრასტრუქტურა,მენეჯმენტი,დაფინანსება თუ მორაგბეთა კვალიფიკაცია.ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა.დიდი დროა საჭირო ამის მისაღწევად,ასეთი ქვეყნების გვერდით მუშაობა და თამაში,მსგავსივე დაფინანსება,მაგრამ მათ რომ არ აწყობთ,ამასაც ვხედავთ.ჩვენ ხომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ფინანსურ მოგებას ვერ მოვუტანთ.სწორედ ამის გადალახვა,მათთან ახლოს ყოფნა,ყველაფერი ამის შეთვისება,ათვისება და ქართულ ქარგაზე გადაწყობაა საჭირო.ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებაც აქვეა და რაც მთავარია,ხშირი თამაშები ასეთი დონის გუნდებთან.ესენი რომ ამარცხებენ შოტლანდიელებს,გაიზრდებიან და აღარც მაშინ ექნებათ შოტლანდიელების შიში.შეუშვან ჩვენი ასაკობრივი ნაკრები 6 ერში და 2-3 წელში,ტოლს არ დაუდებენ მათ ნაკრებებს.თუ ფრანგებთანაც რაღაცა მოვახერხეთ,ვფიქრობ,სერიოზულად დადგება ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ამ ექვსეულთან როგორმე დაკავშირების და მათ ტესტებში სისტემატური ჩართვის საკითხი.თუმცა დიდების ნაკრებს,აქამდე არავინ გაუშვებს.იქ ხომ კომერციული სტრუქტურაა,სადაც ჩვენ მათთვის, ზარალის მომტანი ქვეყანა ვიქნებით.
სოსო
07 ივლისი 2022 12:09
1
კი მოვუგეთ და მაგარი შედეგია, სხვათაშორის პირველად ეგ აფრასიძის თაობამ გააკეთა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებების დონეზე მაინც ისევ დიდი განსხვავებაა. ეს როგორ შევცვალოთ ეგ არ ჩანს ჯერ ჯერობით.
გიორგი
06 ივლისი 2022 22:26
0
ღმერთმა გისმინოს,ჩვენც ეგ გვინდა.ძალიან დამწყვიტა გული,მიშა ნარიაშვილის განცხადებამ,აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ.დიდი იმედი მქონდა მსოფლიოს თასზე მისი თამაშის დასაერთოდაც ძალიან მოუკოდნელი იყო მისი ეს განცხადება.იმედი მაქვს,აქაც რაიმე განხეთქილება არ გახდა მისი წასვლის მიზეზი,თუმცა ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად,მიშას უდიდეს მადლობას ვუხდი,საქართველოს წინაშე ერთგული სამსახურისათვის და სამწვრთნელო ასპარეზზეც უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.იმედი მაქვს,თავის დროზე,საქართველოშიც დაბრუნდება და თავის უნარებს,ქართულ რაგბს მოახმარს.ევროპაში უკვე იმდენი ვეტერანი ქართველი მორაგბე მუშაობს მწვრთნელად,რომ საკმაოდ მალე,საქართველოს კვალიფიციური მწვრთნელების საკმაოდ დიდი და ძლიერი სამწვრთნელო კორპუსი ეყოლება,მკვეთრად რომ აამაღლებენ ქართველი მორაგბეების სათამაშო დონეს.მთავარია საქართველოში დაბრუნება მოიწადინონ და იქ არ ჩარჩნენ.
სოსო
06 ივლისი 2022 22:02
0
დიდი ხანია ვიძახხი და მოვითხოვთ ქართველი გულშემატკივარი კმარა შემთხვევითი ხალხის ნაკრების სათავეში ნოყვანა კეთილი ინებეთ და მონახეთ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი და არა მარტო ფულზე ზუსტად გაწერილად დაუსახეთ მიზნად ნაკრების უფრო მაღალ დონეზე აყვანა ასევე ყოველ თვეში ქართველი მწვრთნელებისთვის ( ბავშთ მწვრთნელებიც დაასწარით) ჩაატაროს სემინარები ანუ დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში თუნდაც ჩაუტაროს ერთგვარი გამოცდა გაკვეთილები. P.S.რას გავს ეს ყველა ნაკრებმა მოუმატა ჩვენს გარდა არადა პოტენცია ჩვენში უფრო მეტი ჩანდა
კახა
06 ივლისი 2022 20:43
2

სიახლეები პოპულარული