ისტორიულ მატჩში იტალიის ძლევის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და აბჟანდაძის ორი საჯარიმოთი დავწინაურდით, მეტოქემ მალევე შეძლო ანგარიში გათანაბრება, მერე თედომ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და წინ გავედით. ამას ჩვენი გუნდის შტურმი მოჰყვა, რომელიც მოწინააღმდეგემ მოიგერია და პირველი ტაიმი 9:6 მოვიგეთ.