რაგბი

ეროვნული ნაკრები

რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ახალი მონაწილეებით და ახალი ფორმატით

AutoSharing Option
ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.

2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებულია, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მესამე ადგილზე გასულმა გერმანიამაც მიიღო.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი და გერმანია ითამაშებენ.

ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

Rugby.ge