რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილოსანი უელსის ნაკრები სტუმრად 13:12 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ უელსელთა კაპიტანმა ჯასთინ ტიპურიკმა Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა.

"ოსპრეის" მოთამაშის თქმით, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში ვერაფერი შევძელით. ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ.

მათთან წაგება სასიამოვნო არაა, თუმცა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და გამარჯვება შეძლეს.

დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს და როდესაც ხაზს უახლოვდებიან, მათი შეჩერება რთული ხდება.

სიტუაციის გამოსწორების შანსი, მომდევნო კვირას ავსტრალიასთან გვექნება" - განაცხადა
უელსელთა კაპიტანმა.

altშარიქაძე: ბევრი ცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის გუნდს" [VIDEO]