მესამე ტაიმი და სოსო ტყემალაძის სიურპრიზი ქომაგებს

AutoSharing Option
კარდიფში უელსზე ისტორიული გამარჯვება "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული მესამე ტაიმით თბილისში, არატრადიციულად აღნიშნა – პირველად ამ საზეიმო თავყრილობაზე, კარი რაგბის ქომაგთა კლუბის ასობით წევრს გაუხსნა და კითხვებზე პასუხებისა და ავტოგრაფების მიღების საშუალება მისცა. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.

ზეიმი რამდენიმე საათს გაგრძელდა და სიურპრიზით დასრულდა – რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ 10 ქომაგი საკუთარი სახსრებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მიიწვია. იღბლიან ქომაგთა შორის 15 წლის ალექსანდრეც არის, რომელიც ყველა სარაგბო მატჩს ესწრება და ქართველ მორაგბეებს ემოციურად გულშემატკივრობს, – „მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება ყოველთვის
ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა – ეს ნამდვილი სასწაულია“ – განაცხადა ნიკამ.

„არასდროს ქართული რაგბის წინაშე არ ყოფილა გახსნილი ისეთი ჰორიზონტები, როგორიც დღეს გვაქვს, – მსოფლიო რაგბისთან, რაგბი ევროპასთან მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ჩართვაზე ყველაზე ელიტურ ტურნირებში – სწორი სამწვრთნელო და საშეჯიბრო სტრატეგია, მომავლის სწორი ხედვა და დაგეგმვა, მიმდინარე პროცესების თანმიმდევრული მართვა და მჭიდრო კომუნიკაცია რაგბის ყველა საერთაშორისო ადმინისტრაციასთან – ეს არის ის კურსი, რამაც ამ მომენტამდე მოგვიყვანა და ეს არის, რის გამოც ჩვენ პირველად ასეთ მასობრივ შეხვედრას ვმართავთ რაგბის გულშემატკივრებთან“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

უელსთან ტრიუმფს წინ "ექვსი ერის" კიდევ ერთ წევრ იტალიასთან გამარჯვება უძღოდა, – მსოფლიო პრესა მიიჩნევს, რომ სარაგბო რუკაზე საქართველო დღეს ისე გამოიკვეთა, როგორც არასდროს და, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამის დანატოვარით დააფინანსა? მე 100 კაცს გავუშვებდი ხალხის ფულით, რა პრობლემაა?))))))))))))
კაი ერთი
23 ნოემბერი 2022 12:04
23
კი მაგრამ ეს ე.წ მესამე ტაიმი ლოთობა და ღრეობა ცუდათ არ მოქმედებს სპორტულ რეჟიმზე? სამომომავლოდ?
რრრ
23 ნოემბერი 2022 12:01
27
ტყემო, ფრაფაგნდა ხარ.
ანდრი
23 ნოემბერი 2022 10:36
13
ნაკრებმა ორი ისეთი გამარჯვება მოიპოვა,რომელსაც პროპაგანდას,ვერაფრით დაარქმევ.ეს შედეგია.ეგეც არ იყოს,პროპაგანდაც საქმის წინსვლისათვის,ერთერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.ეგ რომ არა,საქართველოში რაგბიში მოვარჯიშეთა რაოდენობა,ვერაფრით გაიზრდებოდა,10 000-ზე ზევით.ზუსტი ციფრი აღარ მახსოვს,12 თუ 14 ათასი თქვეს და ამიტომ არ მინდა ტყუილი ვთქვა.10 000- ზე მეტი ,ცხოვრების ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი,მხოლოდ რაგბის დახმარებით რომ გეყოლება და კიდევ უფრო დაემატება,ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს,ქართველმა კაცმა?გინდ ფრაფაგანდა დაარქვი და გინდ პროპაგანდა,მაგრამ ეს ხომ, ერისათვის სასარგებლო საქმეა?!გიორგობას გილოცავთ,შენც,სოსო ტყემალაძესაც და მთელ საქართველოსაც.დაე წმინდა გიორგი გვეწეოდეს,ყველა სასიკეთო საქმეში.
სოსო
23 ნოემბერი 2022 12:03
0

სიახლეები პოპულარული