რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ტა­ლახ­ში სვრი­ან - ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­ან­თი ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, გო­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ხე­ლოდ იხარ­ჯე­ბი­ან და ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებს ზე­დი­ზედ აღ­წე­ვენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ჩირ­ქი არ მო­ე­ცხო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით გო­ნე­ბა­და­ბინ­დულ, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბელ ვი­თომ ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფს ტვ-პირ­ველ­ზე;

რო­გორც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს ტვ-პირ­ვე­ლის ანონ­სის შე­სა­ხებ, თით­ქოს იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინ - რუსი ოლი­გარ­ქი ჩა­ვიყ­ვა­ნე ვერ­ტმფრე­ნით და რეს­ტო­რან­ში გა­ვუ­მას­პინ­ძლდი, გა­ვავ­რცე­ლე
უარ­ყო­ფა და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სარფში, სას­ტუმ­რო ლიც­ში მატ­ჩის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი და რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ჩემი ჩათ­ვლით - ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა მა­ლუ­ლად ვინ­მეს მარ­თლაც რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის შე­უმ­ჩნევ­ლად და თან სა­გან­გე­ბოდ გა­მას­პინ­ძლე­ბა, იყო სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ხსე­ნი ისიც, რომ სას­ტუმ­რო ლიცი შე­ირ­ჩა ქა­ლა­ქი­დან გა­რი­ყუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, რათა სპორ­ტსმე­ნებს ჰქო­ნო­დათ მატ­ჩამ­დე სრულ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბის და ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, და, რომ ამა­ვე მი­ზე­ზით, რაგ­ბის კავ­ში­რის თხოვ­ნით, სას­ტუმ­რო და­ხუ­რუ­ლი იყო სხვა სტუმ­რე­ბის­თვის. გა­ვავ­რცე­ლე ფოტო მა­სა­ლაც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამი ვერ­ტმფრე­ნით სვა­ნე­თი, რაჭა და აჭა­რა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის კლოდ სო­რელს და რიჩ დიქ­სონს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტებს, ინფლუ­ენ­სე­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ევ­რო­პი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბა­თუმ­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად, და ასე­ვე ჩემს პი­რად სტუმ­რებს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებს, - მარკ ჰე­ი­ნეს და­ნი­ელს, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია ქა­ს­ქა­დენ გრუ­პი 200 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის კერ­ძო აქ­ტი­ვებს მარ­თავს და იაშა ელი­გუ­ლას, რომ­ლის კომ­პა­ნია მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტებს აწყობს, პი­რა­დად კი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აქ­ტი­ვებს ფლობს.

10 ივ­ლისს, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში 6 ერის წევ­რი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ვა­მარ­ცხეთ და მთე­ლი მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ ავა­ლა­პა­რა­კეთ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის სას­წა­ულ­ზე - სამ­წუ­ხა­როდ, რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ტვ-პირ­ვე­ლი მხო­ლოდ ბოღ­მი­თა და ღვარ­ძლით აღავ­სო და მას შემ­დეგ მო­ყო­ლე­ბუ­ლი შუ­რის სა­ძი­ებ­ლად, ჩირ­ქის მო­სა­ცხე­ბად ეძე­ბა კომ­პრო­მა­ტი და რომ ვერ მი­აგ­ნო, გა­მო­ი­გო­ნა ჩვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით - “ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით” - თით­ქოს იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინა დღეს, რო­დე­საც მთე­ლი სა­რაგ­ბო ოჯა­ხი ბრძო­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სწო­რედ იქ სა­დაც ეს ოჯა­ხი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სას­ტუმ­რო ლიც­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვერ­ტმფრე­ნით რუს მი­ლი­არ­დერს გა­ვუ­მას­პინ­ძლდით, რომ­ლის გვა­რი პი­რა­დად მე პირ­ვე­ლად გა­ვი­გე - ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რა­დად ჩემი, ქვეყ­ნის მე­სა­ზღვრე­ე­ბის, მთავ­რო­ბის და სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თულ მო­რაგ­ბე­თა მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც ბინ­ძუ­რი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

“თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ტვ-პირ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­დაწ­ვდა, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მო­ა­მა­გეს, რომ­ლის შემ­წე­ო­ბით აშე­ნე­ბულ სა­რაგ­ბო სტა­დი­ო­ნებ­ზე აღ­ზრდი­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი აღ­წე­ვენ დღეს სწო­რედ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბებს, და, მას რუსი მი­ლი­რა­დე­რის­თვის სა­კუ­თა­რი ვერ­ტმფრე­ნით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა და­აბ­რა­ლა. ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა, რომ შე­თი­თხნი­ლი იყო, არ ეყ­რდნო­ბო­და არა­ნა­ირ ფაქ­ტებს წი­ნას­წარ ეც­ნო­ბა ტვ-პირ­ველს, უფრო მე­ტიც შევ­თა­ვა­ზეთ სას­ტუმ­რო ლი­ცის სტუმ­რე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მგზავ­რთა სრუ­ლი სიაც, რი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ბო­რო­ტი გან­ზარ­ხვით გა­ავ­რცე­ლა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი სიც­რუე,- იმე­დი მაქვს ქარ­თუ­ლი მე­დია, მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რია, სა­მო­ქა­ლა­ქო და ადა­მი­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სე­ბენ ტვ-პირ­ვე­ლის ამ კი­დევ ერთ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ ძა­ლის­ხმე­ვას და გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას" - აცხა­დებს იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე.

(R)
მკითხველის კომენტარები / 19 /
ტყემალაძის ჩალიჩის გაშუქება ნამდვილად არ არის ქართული რაგბის დაკნინება. საერთოდ არანაირი კავშირი არაა. ტყემალაძე ხვალ არავის ემახსოვრება.
გიორგი
27 თებერვალი 2023 01:26
1
გაიხარს, 100% ამბობ.
გიორგი
27 თებერვალი 2023 01:20
1
წინსვლა გვააქ? კი. ექვსეულის ქვეყნებს ვუგებთ? აპა არაა?ტუვუ პირველს რავა მოვაშლევიებ ნერვებს
ირაკლი ქუთაისელი
26 თებერვალი 2023 14:21
0
გადავიკითხე კომენტებიც და ამხანაგი პრეზიდენტის წუწუნიც. ყველაფერი კი იქედან მოდის რომ ყველამ კარგად იცის ვინ ნიშნავს ხალხს ყველა ფედერაციაში და ვისი ფულით ფინანსდება ყველაფერი. თუ მოქალაქე ბიძინა თავის ფულს ხარჯავს ფედერაციების დაფინანსებაში და დამიჯერეთ სახელმწიფო მაგ თანხებს არა მგონია გამოუყოფდეს არც ერთ ფედერაციას რადგან გაყველფილი ქვეყანა ვართ და სპორტში მიღწევები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მოქლქე ბიძინამ ყველგან თავისი ადამიანი დანიშნა რომ სწორად დახარჯულიყო მის მიერ გაღებული თანხები და არა ვიღაცეების ჯიბეების გასასწქელებლად, რაც ყველანაერი მაქინაციეით რაშიც საბჭოთა დროიდან პროფესიონალი ამწაპვნელები გახდა ყველა ასე რომ ესეც მოეშვას წუწუნს და ხალხიც. როგორც ვხედავ ყველა სპორტში სადაც ბიძინამ ფული დახარჯა წინსვლა გვაქვს. მე არც ბიძინას ვემხრობი არც მიშას და არც ტყემალზე მჯდომს. მე მინდა ქართული სპორტის წარმატება როგორც ქომაგს. ფიგურული ციგურაობა იქნება თუ მხატვრული ტანვარჯოში მნიშვნელობა არ აქვს. საქართველომ ის უნდა გაიხსენოს რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია და ცოტა დიეტას მიხედოს და ივარჯიშოს ერმა, რადგან ქუჩაში რომ გახვალ ყველგან პახმელიის სუნია და ჩასუქებული მუტრუკების ხროშვა, ხნეშვა რადგან სუნთქვა უჭირთ და სიარული ბევრს. მიყვარს ჩემი ხალხი და მინდა გონს მოეგონ, რომ ყველა დაშუნტულ/დასტენტირებული არ იყოს, შეეშვით ამ სიგარეტის ბოლვას კიდევ ისედაც დაბინურებულია ჰაერი ქალაქშიდა საქართველოშიც, ტყვიის შემცვეობა ჰაერში არის ძალიან გადაჭარბებული და კიბო და ლეიკემიაც ამიტომ გახშირდა და ბავშვებიც იწამლებიან. ჯანმრთელი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს. ასე რომ დღეს ეს ქვეყანა ესეა და ყველაფერი უკუღმა კეთდება ამის გამოა რომ არქიფოიც ყველაფერს აკონტროლებს სადაც ფულს დებს.
simartle
22 თებერვალი 2023 19:34
4
საოცნებო დემოკრატიას მიხედეთ. 1 კაცის არჩევნებად რო აქციეთ მთელი რიგი ფედერაციები! ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა... რა, ტყუილს ვამბობ!
ანგლოზები ხართ? დედა უტირეთ ქვეყანას და დაცალეთ მთელი საქართველო სისხლისგან და ეხლა არ ესიამოვნა ბიჭს კრიტიკა. ბიძინა რო გაიხადეთ ღმერთად და მასზე ლოცულობთ. ფულის მონებო!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
21 თებერვალი 2023 23:02
16
კარგი რა კარლფრიდრიხ, კარგი რა , ნუ ღელავ, გაიარ-გამაიარე, დადიდინჯდი და დაჯექი, მერე ამაისუნთქე და რამე კეთილი დასწერე, რა...ცხოვრება ისედაც მოკლეა და მეტი დამოკლება არ იქნება

შენ დაუკარ
კარლ ლიკბნეხტი და კარლ კაუცკი
22 თებერვალი 2023 21:10
6
უბრალოდ, მარტივად და ერთი სიტყვით - "მადლობთ" ბატონი იოსებ დღემდე გაწეული შრომისთვის ქართულ რაგბში.
ასევე მადლობის სიყყვები ქართველ მორაგბეებს ასეთი სიხარულის მონიჭებითვის, ველით ახალ გამოწვევებს და გამარჯვებეს
გიორგი
21 თებერვალი 2023 19:30
9
ასევე მადლობა ბატონო სოსო რებრენდინგი რომ ჩაატარეთ და ასე საამაყო ვაზის ლერწი გააქრეთ ეროვნული გუნდის კვართიდან, ასევე მავანს დაავიწყდა თქვენთვის მადლობის თქმა ბატონო სოსო იმისათვის რომ ეროვნული გუნდს გახადეთ ქართული წითელი, ანუ შინდისფერი კვართი, რომელიც არის ეროვნული ფერი ისევე როგორც ნარინჯისფერი ნიდერლანდებისთვის და/ან ცისფერი იტალიელებისათვის. რა სისულელეა ეს ეროვნული ფერები არა ბატონო სოსო?, ჩვენ ხომ ჩვენს მართლაც საამაყო დროშაზე არსად გვაქვს ქართული ტრადიციული შინდისფერი, ხოდა ეგ ვერ მიხვდნენ იტალიელები და ნიდერლანდები და მაგიტომაც მოვუგეთ ერთსაც და მეორესაც. მაგ ,,შტერებმა" არ იციან რომ თავიანთი დროშის ფერებში უნდა იყოს თურმე გამოწყობილი და არა ტრადიციულ კვართებში. ყოჩაღ ბატონ სოსო ძალიან დროული და ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მართალი ბრძანდებით ბატონო სოსო, ყველაფერი უნდა მოვსპოთ რაც თქვენამდე გაკეთდა რაგბში, ცუდიც და კარგიც, ათვლა თქვენი რაგბში მოსვლის დღიდან უნდა დავიწყოთ. რას გადაეკიდენ ზოგ-ზოგიერთები ამ ეროვნულ სიმბოლოებს, რა თავში სახელად გვინდა ეს ეროვნული იდენტობა და სიამაყე? მთავარია თქვენ იყოთ მხნედ და როგორც საჭიროა გაუძღვეთ ქართულ რაგბს ბატონო სოსო , თორემ აბა ეროვნული სიმბოლიკა რაგბთან რა შუაშია? ან ეს კიდევ ,,რაგბი ჩვენი თამაშიაო" რომ გაიძახიან, თქვენი გვეიმედება ბატონო სოსო რომ ამ ,,სისულელის" ძახილსაც მალე გადააჩვევთ საზოგადოებას. ეს სლოგანიც ხომ თქვენამდე იყო და ის რა თქმა იმ ცუდი სარაგბო ხელმძღვანელობის კვალს უნდა გავაყოლოთ. აბა რაა, თქვენი გამოჩენით ახალი ერა იწყება რაგბში ბატონო სოსო და ეს ძველი გადმონაშთები არაფერში გვჭირდება. დიდება გენიალურ ადამიანს, დიდ ქართველს, ბეჭდაუდებელ თამადას, ქართული რაგბის ნამდვილ ფუძემდებელს, ბატონ სოსოს! აბა ავიტაცეთ მეგობრებო! მლიქვნელება რა შუაშია? ჩვენ მართლა აღფრთოვანებული ვართ თქვენით ბატონო სოსო! ვაშაააააა
მლიქვნელების გასაგონად
27 თებერვალი 2023 21:49
0
ბატონო პრეზიდენტო, როცა ბატონმა აბუსერიძემ განაცხადა, რომ იოსები ფედერაციას ვერ გაუძღვება, რადგან რაგბში არაფერი გაეგებაო, მე მას გამოვეხმაურე და მივწერე, რომ კარგად რაგბი გუნდის მწვრთნელმა უნდა იცოდეს და არა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი კარგი მენეჯერი უნდა იყოს და ქართულ რაგბს განვითარებისათვის პირობები შეუქმნას და სახსრები მოიზიდოს, ამ კომპონენტში იოსები პროფესიონალია, შენ კი კარგი მოსწავლის დონეც არ გაქვთქო, ამიტომ პრეზიდენტად იოსები კი არა შენ არ გამოდგებითქო. თქვენს ნაცვლად თქვენი შედეგები ღაღადებენ ბატონო იოსებ, ამიტომ გაიხსენე და მოიქეცი ისე, როგორც ამბობს გონიერი ქართული ანდაზა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".
ჟორა
21 თებერვალი 2023 17:18
8
ბატონო პრეზიდენტო იოსებ ! მინდა თქვენთვის ამ მძიმე წუთებში გაგამხნევოთ და გითხრათ : ისინი ვინც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბას ტა­ლახ­ში სვრი­ან აუცილებლად ჩაისვრიან ! და ამასთან ყველა ჩაისვრის ვინც საერთოდ უდანაშაულოდ ვინმეს რაიმეს სვრის ! აი ასეა, აქ ჩვენს საამაყო ქვეყანაში საქმე , ზოგი "სროლინობს" მერე იმათ კიდევ სამაგიეროდ სხვანი სვრიან და ვართ ასე ყველანი ჩასვრილ, დაბეგვილები, მაშინაც კი თუ საერთოდაც არ მიგვიღია ამ პროცესში პირადი წვრილი . გასაგებია რომ თქვენი ასეთი ზე " ადეკვატური" პასუხი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კაზე" ძალიან მოეწონება იმ პერსონებს ვისთვისაც ის დაიწერა, ამას მაინც აქვს მეორე მხარე ისევე როგორც იმ მონეტას ყოველდღიურად რომ გვჭირდება კეთილი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ჩვენს პატარა, მაგრამ სამწუხაროდ მძაფრად პოლარიზირებული ქვეყნის მოქალაქეების დაპირისპირებაში კიდევ ამატებს თავის წვლილს .გაგიგიათ ხომ : ზოგჯერ სიჩუმეც ხომ ოქროაო?გასაგებია რომ ჯიბეში ამ ოქროს ვერ ჩავიდებთ მაგრამ თქმით გაფუჭებულს მაინც სჯობია.პატივისცემით ბ.ბ. ია.
ბაბაია
21 თებერვალი 2023 13:57
18
ბატონო პრეზიდენტო იოსებ ! მინდა თქვენთვის ამ მძიმე წუთებში გაგამხნევოთ და გითხრათ : ისინი ვინც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბას ტა­ლახ­ში სვრი­ან აუცილებლად ჩაისვრიან ! და ამასთან ყველა ჩაისვრის ვინც საერთოდ უდანაშაულოდ ვინმეს რაიმეს სვრის ! აი ასეა, აქ ჩვენს საამაყო ქვეყანაში საქმე , ზოგი "სროლინობს" მერე იმათ კიდევ სამაგიეროდ სხვანი სვრიან და ვართ ასე ყველანი ჩასვრილ, დაბეგვილები, მაშინაც კი თუ საერთოდაც არ მიგვიღია ამ პროცესში პირადი წვრილი . გასაგებია რომ თქვენი ასეთი ზე " ადეკვატური" პასუხი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კაზე" ძალიან მოეწონება იმ პერსონებს ვისთვისაც ის დაიწერა, ამას მაინც აქვს მეორე მხარე ისევე როგორც იმ მონეტას ყოველდღიურად რომ გვჭირდება კეთილი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ჩვენს პატარა, მაგრამ სამწუხაროდ მძაფრად პოლარიზირებული ქვეყნის მოქალაქეების დაპირისპირებაში კიდევ ამატებს თავის წვლილს .გაგიგიათ ხომ : ზოგჯერ სიჩუმეც ხომ ოქროაო?გასაგებია რომ ჯიბეში ამ ოქროს ვერ ჩავიდებთ მაგრამ თქმით გაფუჭებულს მაინც სჯობია.პატივისცემით ბ.ბ. ია.
ბაბაია
21 თებერვალი 2023 13:55
15
ბატონო იოსებ დაანებეთ თავი ოპოზიციურ ტვ-ზე თავდასხმას. თქვენ რომ ბიძინას კაცი ხართ და ის რომ რუსია მენტალურად ეს უცხოა თქვენთვის? ნუ ეფარებით ქოცები ხან ხვიჩას ხან ტალახაძეს და ახლა რაგბს ოპოზიციურუ ტვ-ზე შეტევებისათვის. მე იმედს უყურებდი სააკაშვილმა ავტომატებიანი ხალხი რომ გამოაგზავნა და ახლა ის იმედი ''ნადეჟდათ'' გახადეთ, მთავარი ოფისი კრემლში აქვთ გადატანილი, ყოველდღიურად დასავლეთს აგინებენ, რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ. ადამიანები არ იცვლებიან ის თარგამაძე ვისაც ავტომატებით შეუარდენენ სიმართლის მოძულე ხალხი, ახლაც სიმართლეს ლაპაეაკობს. ნურაფერს გააკეთებთ დამალვით და ყველაფერს დავინახავთ ოპოზიციონერების გარეშეც. არც ლამაზ დენდროლოგიური პარკის ფასად და არც რაგბის ფასად საქართველოს რუსეთის გუბერნიაში დაბრუნებსას ხალხი არ გაპატიებთ იცოდეთ.
G.LA
21 თებერვალი 2023 13:49
30
მე არ ვენდობი სრცერთ მთავრობას, ამ ქვეყანაში დავიბადე და ვიცი ფრთიანი ანგელოზები არავინ ვართ. თუ ქართულ ტელევიზიებს აღარ უყურებ, არც წარმოდგენა გექნება საქართველოში პოლიტიკაზე. ჩNN-ზე რომ გამოგვფინეს იმას უყურე? რუსულ მთავრობად რომ მოიხსენიებენ ქოცებს ამას კითხულობ ან უსმენ დასავლეთის მედიაში? მაინც რამდენად გაიყიდა თარგამაძე თანხა შეგიძლია მეც მითხრა?
G.LA
21 თებერვალი 2023 22:07
5
თარგამაძემ,2007 წლის ბოლოს გაყიდა სიმართლეც და ნამუსიც,არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ შეაჩერა იმედის მაუწყებლობა.ერთადერთი ტელევიზია,მაშინ ოპოზიციის გახმოვანებას რომ ახდენდა.ვინ იყიდა და ახლა ვის ემსახურება,კი ვხედავთ.ბევრს აღარ ახსოვს,მაგრამ ასე იყო.არც დღევანდელი იმედი მომწონს და საერთოდაც, ქართულ ტელევიზიების საინფორმაციო-პოლიტიკურ სამსახურებს აღარ ვუყურებ,მაგრამ მაშინ ასე იყო.იმედის დარბევიდან დაახლოებით ერთ თვეში,ის და გრიგოლია,სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდნენ.
სოსო
21 თებერვალი 2023 19:04
5

სიახლეები პოპულარული