რაგბი

ეროვნული ნაკრები

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ტა­ლახ­ში სვრი­ან - ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­ან­თი ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, გო­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ხე­ლოდ იხარ­ჯე­ბი­ან და ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებს ზე­დი­ზედ აღ­წე­ვენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ჩირ­ქი არ მო­ე­ცხო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით გო­ნე­ბა­და­ბინ­დულ, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბელ ვი­თომ ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფს ტვ-პირ­ველ­ზე;

რო­გორც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს ტვ-პირ­ვე­ლის ანონ­სის შე­სა­ხებ, თით­ქოს იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინ - რუსი ოლი­გარ­ქი ჩა­ვიყ­ვა­ნე ვერ­ტმფრე­ნით და რეს­ტო­რან­ში გა­ვუ­მას­პინ­ძლდი, გა­ვავ­რცე­ლე
უარ­ყო­ფა და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სარფში, სას­ტუმ­რო ლიც­ში მატ­ჩის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი და რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ჩემი ჩათ­ვლით - ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა მა­ლუ­ლად ვინ­მეს მარ­თლაც რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის შე­უმ­ჩნევ­ლად და თან სა­გან­გე­ბოდ გა­მას­პინ­ძლე­ბა, იყო სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ხსე­ნი ისიც, რომ სას­ტუმ­რო ლიცი შე­ირ­ჩა ქა­ლა­ქი­დან გა­რი­ყუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, რათა სპორ­ტსმე­ნებს ჰქო­ნო­დათ მატ­ჩამ­დე სრულ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბის და ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, და, რომ ამა­ვე მი­ზე­ზით, რაგ­ბის კავ­ში­რის თხოვ­ნით, სას­ტუმ­რო და­ხუ­რუ­ლი იყო სხვა სტუმ­რე­ბის­თვის. გა­ვავ­რცე­ლე ფოტო მა­სა­ლაც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამი ვერ­ტმფრე­ნით სვა­ნე­თი, რაჭა და აჭა­რა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის კლოდ სო­რელს და რიჩ დიქ­სონს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტებს, ინფლუ­ენ­სე­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ევ­რო­პი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბა­თუმ­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად, და ასე­ვე ჩემს პი­რად სტუმ­რებს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებს, - მარკ ჰე­ი­ნეს და­ნი­ელს, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია ქა­ს­ქა­დენ გრუ­პი 200 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის კერ­ძო აქ­ტი­ვებს მარ­თავს და იაშა ელი­გუ­ლას, რომ­ლის კომ­პა­ნია მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტებს აწყობს, პი­რა­დად კი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აქ­ტი­ვებს ფლობს.

10 ივ­ლისს, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში 6 ერის წევ­რი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ვა­მარ­ცხეთ და მთე­ლი მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ ავა­ლა­პა­რა­კეთ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის სას­წა­ულ­ზე - სამ­წუ­ხა­როდ, რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ტვ-პირ­ვე­ლი მხო­ლოდ ბოღ­მი­თა და ღვარ­ძლით აღავ­სო და მას შემ­დეგ მო­ყო­ლე­ბუ­ლი შუ­რის სა­ძი­ებ­ლად, ჩირ­ქის მო­სა­ცხე­ბად ეძე­ბა კომ­პრო­მა­ტი და რომ ვერ მი­აგ­ნო, გა­მო­ი­გო­ნა ჩვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით - “ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით” - თით­ქოს იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინა დღეს, რო­დე­საც მთე­ლი სა­რაგ­ბო ოჯა­ხი ბრძო­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სწო­რედ იქ სა­დაც ეს ოჯა­ხი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სას­ტუმ­რო ლიც­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვერ­ტმფრე­ნით რუს მი­ლი­არ­დერს გა­ვუ­მას­პინ­ძლდით, რომ­ლის გვა­რი პი­რა­დად მე პირ­ვე­ლად გა­ვი­გე - ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რა­დად ჩემი, ქვეყ­ნის მე­სა­ზღვრე­ე­ბის, მთავ­რო­ბის და სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თულ მო­რაგ­ბე­თა მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც ბინ­ძუ­რი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

“თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ტვ-პირ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­დაწ­ვდა, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მო­ა­მა­გეს, რომ­ლის შემ­წე­ო­ბით აშე­ნე­ბულ სა­რაგ­ბო სტა­დი­ო­ნებ­ზე აღ­ზრდი­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი აღ­წე­ვენ დღეს სწო­რედ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბებს, და, მას რუსი მი­ლი­რა­დე­რის­თვის სა­კუ­თა­რი ვერ­ტმფრე­ნით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა და­აბ­რა­ლა. ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა, რომ შე­თი­თხნი­ლი იყო, არ ეყ­რდნო­ბო­და არა­ნა­ირ ფაქ­ტებს წი­ნას­წარ ეც­ნო­ბა ტვ-პირ­ველს, უფრო მე­ტიც შევ­თა­ვა­ზეთ სას­ტუმ­რო ლი­ცის სტუმ­რე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მგზავ­რთა სრუ­ლი სიაც, რი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ბო­რო­ტი გან­ზარ­ხვით გა­ავ­რცე­ლა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი სიც­რუე,- იმე­დი მაქვს ქარ­თუ­ლი მე­დია, მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რია, სა­მო­ქა­ლა­ქო და ადა­მი­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სე­ბენ ტვ-პირ­ვე­ლის ამ კი­დევ ერთ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ ძა­ლის­ხმე­ვას და გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას" - აცხა­დებს იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე.

(R)