საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვირას, 5 მარტს "ავჭალის სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ანთიმოზ ივერიელის თასისა" და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 31:7 დაამარცხა.

შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" პირველი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც მე-3 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა- 3:0.

მე-11 წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

34-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ბოლოს სანდრო
თოდუას მიუვიდა და "ბორჯღალოსანთა" ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ რუმინელთა ჩათვლის მოედანი შეხვედრაში მეორედ დაალელოვა. თედო გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო: 17:0. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მოიგეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ლელოს შანსი ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლოს, 55-ე წუთზე, რუმინელები ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და შეხვედრის მთავარმა სტუმრები ტექნიკური ლელოთი დასაჯა - 24:0.

60-ე წუთზე რუმინელებმა მატჩში პირველი ქულები მოიპოვეს - მარიან კაპატინამ დიდხნიანი მოლი ლელოთი დაასრულა, ფლორინ პოპამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 24:7 გახდა.

ბოლო ლელო კი გაწითლებულ დროზე დაიდო - გელა აფრასიძემ ბურთი წინ ძლიერად დაარტყა, აკაკი ტაბუცაძემ 3 რუმინელს აჯობა, ბურთი ხელში ჩაიგდო და მატჩში ქართველთა მე-4 ლელო დადო. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ფინალში გავიდა და 19 მარტს, ესპანეთში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მამუკელაშვილი გარდა სხვა აუტის მომწოდებელი არ გვყვავს?!
David
06 მარტი 2023 11:16
3
ამ გამარჯვებით რეიტინგში რამდენი ქულა მოკვემატება
ბექა ბერია
06 მარტი 2023 00:50
0
0 -ქულა.
არაფერი დაგვემატება. ძალიან წინ ვართ რეიტინგში.
ბექას
06 მარტი 2023 04:16
0
ბევრი კაერგი იყო მაგრამ ლელო დაგვიდეს როდესაც კაცნაკლულები გვეთამაშებოდნენ. ჯარიმებს მიხედეთ. და აუტის შემოგდებას მუშაობა სჭირდება ბევრი კიდევ. მსოფლიოზე დისციპლინა უნდა იყოს იმ დონეზე რომე ყველაზე ნაკლებად დავჯარიმდეთ თუ რამე პრეტენზიით მივდივართ. აგერ სამხრეთ აფრიკას მსაჯი შეჰყავს სამწვრთნელ შტაბში და ხელში წამოსაკრავი მსაჯიც არა თვით ნაიჯელ ოუენსი. მე მგონი შემდგომ ეტაპზე გასვლის პრეტენზიით უნდა ჩავიდეს გუნდი საფრანგეთში.
n
05 მარტი 2023 22:44
3
მიუხედავად იმისა რომ სტეჟარმა ერთად ერთი ლელო სწორედ მოლით დაგვიდო, მაინც ეტყობოდა რომ ბიჭებს მოლის წინააღმდეგ დალაგებული თამაში ჰქონდათ, რაც ადრე უჭირდათ, ამჯერად ერთი გამონაკლისის გარდა მაგრად გაართვეს თავი, აუტებიც ბლომად მოუგეს. შეცდომები გვქონდა მაგრამ ნაკლები ვიდრე წინა თამაშებში. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ნაკრების ფორმით (ფიზიკურ ფორმას ვგულისხმობ თორემ ნაკრებს რომ შინდისფერი კვართი ინგლისური წითლით შეუცვალეს და ვაზის ლერწი ჩამოართვეს მაგ ფორმაზე კმაყოფილი ვერ ვიქნები) და თქვენი არ ვიცი
ბს
05 მარტი 2023 22:00
0
ღრმად პატივცემულო, ვაზის ლერწის გამოსახულებით მსოფლიო თასზე თამაში, ღვინის ხარისხით აღიარებულ ქვეყანაში - უ ხ ე რ ხ უ ლ ი ა. თავს სასაცილოდ ვიხდით! რა არის აქ გაუგებარი??? დანარჩენზე გეთანხმებით.
....
06 მარტი 2023 20:27
1
ვაზი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა, და შესაბამისად ეროვნული გუნდის მხრებზე ვაზის ლერწის ტარება პრივილეგია იყო და აქამდე არასოდეს ყოფილა უხერხული. მაგ ლოგიკით იქნებ წმ. ნინოს ვაზის ჯვარიც უარვყოთ და დავივიწყოთ? მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება მსგავსი ჰქონდეს და უხერხულია?
მაგ ლოგიკით ლელობურთი დავივიწყოთ, რომ რაგბის გამომგონებელ ინგლისელებთან უხერხულად არ ვიყოთ და ჭიდაობაც აღარსად ვახსენოთ, რომ იაპონელი ერთან ძიუდოს გამო უხერხულად არ ჩავარდეს!
მე არ გეთანხმებით, მაგრამ მადლობა რომ გამომეხმაურეთ.
შინდისფერი ანუ ჩვენი ქართული წითელი ფერი რომ შეიცვალა ღაჟღაჟა წითელია მაგაზე რას ფიქრობთ პატივცემულო? ეგ წითელი ინგლისური წითელის გამო
ეორება რომაა არ არის მაგ შემთხვევაში მიბაძვა უხერხული? ვიცი მეტყვით დროშაზე გვაქვს მასეთი ფერის ჯვრებიო. რაც სულაც არ ნიშნავს რომ შინდისფერი არ არის ეროვნული სიმბოლიკის უმთავრესი ფერი. მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ იტალია და ნიდერლანდები გამოდგება. ასე რომ ეროვნული ფერის კვართის შეცვლა ინგლისურ-რუსული წითელით მე არასწორად მიმაჩნია. მე კი ვხვდები ეს რატომ მოხდა, მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ არ დაიზარებთ და თქვენს მოსაზრებას გასაცნობად. ადმინ გთხოვ ნუ დაბლოკავთ , ნუთუ თქვენც არ გაინტერესებთ ეს თემა?
ბს
06 მარტი 2023 10:52
2
ყველა გამოხმაურება
სულ უფრო და უფრო დაბალანსებული,შემტევი და სანახაობრივი ხდება ჩვენი ნაკრების თამაში. მუშაობს მთელი კოლექტივი,აშკარად კარგად მუშაობს.ღმერთმა ქნას სერიოზული წარმატება გვექნეს მსოფლუოზე.
დრანდელი
05 მარტი 2023 21:23
0
მიუხედავათ დამაჯერებელი მოგებისა უამრავი შეცდომა გვქონდა.
რრრ
05 მარტი 2023 19:59
10
საღოლ ბიჭები, საღოლ მაისაშვილი
gori
05 მარტი 2023 19:37
6
ბოლო ლელო სასწაული იყო
kaxa
05 მარტი 2023 19:11
0
არ ვთვლი რომ საქართველოს ნაკრებმა ნაკრებმა იოლად გაიმარჯა, მიუხედავათ ანგარიშში დიდი სხვაობისა.რუმინელებს ყოველთვის ძლიერი შერკინების მოთამაშეები ყავდათ, რაც რიგ მომენტებში გამოჩნდა.
....
05 მარტი 2023 19:09
0
აწი, ამას იქეთ მაისაშვილზე ვინმეს რამე საყვედური არ წამოცდეს თორემ გურულებთან ექნება საქმე! )) მაგარი იყო! ვულოცავ ბიჭებს ეფექტურ გამარჯვებას!
aburjga
05 მარტი 2023 18:34
10

სიახლეები პოპულარული