მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.
ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის, მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან... სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები,
– მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე; დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.
მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი "ბორჯღალოსნებიც" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი იტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ.
Rugby.ge
- ნუ ბჟუტურობ ნუ,უწიგნური რომ ხარ შენს ,,მსჯელობაში,,-ც კარგად ჩანს,აზზრზე არა ხარ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიის,ან რუსულ-მონღოლური ინპერიის ცხოველმყოფელობის არსის შესახებ,ან ...
შეიძლება უფლება არა გაქვს საკუთარი აზრი დააფიქსირო და დემაგოგობ აქ(?!)
რაგბისტი,ყველა სპორტსმენი ჯერ საკუთარი ერის შვილები არიან,სამოქალაქო საზოგადოების წევრები,საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები და მისი ღირსება უნდა დაიცვან, მათ უნდა შეიქმნან წარმატებული სახელმწიფო,მუდმივ იბრძოლოს სახელმწიფოს განმტკიცება- განვითარებისათვის და მერე სპორტსმენები!
თორემ ჯერ ODKB-ს ნაკრებისათვის მიუთითებენ,მერე რუსეთის,და მერე ძალიან გვიან იქნება.
1917-21 წლების ისტოროა მაინც წაიკითხეთ, რომ გაიგოთ დღეს-აც მანქურთები-რატომ ცდილობენ დასავლეთის მხარდაჭერის ჩამოცილებას ...1921 წელს ხომ-არ იმეორებენ რუსული ვერაგობა,ცბიერებით(?!).
ვერც იმას , ღუნავთ,, რუსეთი -უკრაინას რატომ თხოვს ე.წ. ,,დემილიტარიზაცია,, (თავდაცვის სსმინისტროს ლიკვიდაცია)- ,,დენაციფიკაციას,, (რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებას)(?!)-მეზობელი სახელმწიფოების ეტაპობრივი-ლიკვიდსციის ,,სტრა-ლი ინტერესი,, ხომ-არ გააჩნია(?!)- ახალი ე.წ.,,კავშირის,,შექმნის-,,მოდერნიზებული,, საბჭოთა რუსული იმპერიის(?!) და...
შეგკრიბათ უწიგნურები,ხარბი ვაჭრები კრემლის გენერლების შუშის კოლბაში დამალულმა ,,ქველმოქმედმა,, და სახელმწიფოს ეტაპობრუმივი და მიზანმიმართული დაუსუსურება,გაძარცვა,დაკნინება, გაღატაკებით კატასტროფული ემიგრაციული გარემო რომ შექმნა-მოაზროვნე ახალგაზრდიბა ძალიან კარგად ხედავს!
სწორად ხალგაზრდობა,სრულად სპორტული სამყარო აქტიურად უნდა ჩაებას-წარმატებული სახელმწიფოს შექმნისათვის,თორემ ის- სახელმწიფოს გვერდზე დარჩება,დროშაც,ჰიმნიც (როგორც 1921 წელს) და მისიებიც.
შენ,და შენისთანები-აზზრზე არ მოხვალთ-ვალდებულებები გაქ ,,მოლიარდერ-ქველმოქმედი,,-ს,მაგ სისულებეებსაც უწიგნურობა გალაპარაკებთ,უახლესი ისტორიის არ ცოდნა,მაგრამ ახალგაზრდობას-ბიჭებს წარმატებული სახელმწიფო ჭირდებათ და-ნუ ებჟუტურები,ეცინიკოსები ვერაგი ვაჭარივით.