რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში წინ წაიწია და ათეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდა, რომელსაც უკანასკნელად 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა "ბორჯღალოსნების" გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-16 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100
გამარჯვებით კი მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.

მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია, ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს.

Rugby.ge