2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.
პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.
პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.
2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
ახლა რაგბშიც ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის თავს დაფის დასხმის სანაცვლოდ სხვისი დახმარება. აგერ პორტუგალიას დავეხმარეთ, რომ პირველად არ წაეგო მსოფლიოზე,
რას გავდა ბიჭებო თქვენი თამაში? სხვანაირ კაცებად და ჯიგრებად მიგვაჩნიხართ მთელ ქვეყანას, წაგებით აქამდეც წაგვიგია, მარა ასე უსუსურად არ უთამაშია რაგბი საქართველოს. თვალებში როგორ უნდა უყუროთ თქვენ ახლობლებს და გულშემატკივარს? შარიქაძე, კაპიტანო! რა ხდება გუნდში? რატო არ აფეთქდი და გადაირიე მოედანზე ნახევარი გუნდი რომჩასვოიდი დააბოტებდა მოედანზე ?მაისაშვილო, მაგარ კაცად გცნობთ და ჭკვიან მწვრთნელად, მაგრამ რა ქენით ეს დღეს? ბევრი მოშურნე გყავს და არ მინდა გაიხარონ, მაგრამ რაც თქვენმა გუნდმა დღეს გააკეთა ამის გამო უნდა შეგრცხვეს და წახვიდე. და ვინც დღეს გიღალატა და მოედანზე ჩაი..ვა იმათაც უნდა შერცხვეთ რომ მათ გამო თქვენ მიდიხართ. პასუხისმგებლობის თავზე აღება უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში. ფედერაციაზე არაფერს ვამბობ, აზრი არა აქვს, მად ხალხის წინაშე არ გრძნობენ თავს პასუხისმგებლად და მეტს არაფერს ვიტყვი, მაგათი კაიკაცობა მაშინ გამოჩნდა ქართული ტრადიციული შინდისფერი კვართი რომ გახადეს ნაკრებს. რაგბისტების სიტყვას ველოდები, ნაკრების წევრების, რომ დავიწყო რგოლების მიხედვით ვინ სად ჩაისვარა ძალიან ბევრი გამოვა და ისედაც ყველამ თავი ჩაღუნთ და ბოდიში მოიხადეთ, რა ქენით დღეს ბიჭო? რა იყო ეს!
ვოტ!!!
ოკუპანტი რუსეთია და დამბყრობელი დასავლეთი გგონია.
კომენტარი ზედმეტია
ვაცალოთ, ჯერ ხომ ყველა შესაძლებლობა არ მისცემიათ და ყველაფერი ხომ ვერ მოასწრეს, რომ გამოავლინონ და სრულად დავინახოთ ის რაც არის.
დავიცადოთ ფიჯი და უელსია წინ, აი დამთავრდება ეს თამაშებიც და სრულად გამოვლინდება ჩვეი ამბავი. მერე ერთიანად შევაფსოთ.
ცოტაცა, ცოტაცა და აი მერე ნახეთ.....ჯერ ადრეა მთელი ბუკეტი წინ არის...
იტალიას და უელსს რომ მოვუგეთ მაშინ კაი მწვრთნელი იყო მაისაშვილი და კაი მორაგბეები ბიჭები და ეხლა გახდნენ ცუდები დღეეს?
მაისაშვილი მაშინაც ნული იყო და ახლაც ნულია,მაგრამ ბიჭებს თავი დაანებეთ.
ხდება ასე ხანდახან.
ძაან მაინტერესებს ეს ორი კვირა რაში ემზადებოდნენ ან შესვენებაზე რა უთხრა ესეთი გაჩერდითო?
გულშემატკივრობა არაა რომ იგებს გუნდი და გიხარია და რომ აგებს და აგინებ.ეგ რა სიყვარულია?რეალურად ამ თამაშის მოგება შეგვეძლო მხოლოდ და ისისც წავაგეთ!დიახ ეს წაგებააა აბა რა არის.მაგარი დასანანია ძაან.ყველაფერს ველოდი ამის გარდა რა..