ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ორი დღეა საფრანგეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, „ჟან ბუინზე“ დაიწყება.

რიჩარდ კოკერილმა თავისი პირველი ფინალისთვის 34 მოთამაშეს უხმო და რადგან ფინალი საფრანგეთში იმართება, გუნდიც პირდაპირ პარიზში შეიკრიბა. 2023 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის (18:18) შემდეგ "ბორჯღალოსნებში" განსაკუთრებული განწყობაა და ისინი რევანშისთვის ემზადებიან.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეები ემოციებს არ აჰყვნენ:

„მთავარია, ემოციებს არ ავყვეთ. პორტუგალიასთან თამაში ჩვენთვის შესაძლოა ზედმეტად პრინციპულიც კი
არის და ასეთ დროს ემოციებზე აყოლის საფრთხე არსებობს, რასაც მერე უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, მთელი კვირა საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მერე უშუალოდ თამაშისას გავაკონტროლოთ ემოციები. ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს“.

ლუკა მატკავა: „პორტუგალია ძლიერი ოპონენტია. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მათთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვსურდა. ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა მობილიზებული და ვფიქრობ, ფინალში ჩვენი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებთ“.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

შერკინება:
გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამარჯობათ... მოკლედ: თუ შერკინებაში დავჩაგრავთ და ნინიაშვილი გაიბრწყინეეებს, ადვილად მოვუგებთ. თუ არადა, გაგვიჭირდება. ხო კიდევ, საქმე პირველივე ტაიმში უნდა მოვუთავოთ, რომ მეორე ტაიმში უკვე მიჯირყვნილები და ნირწამხდრები გამოვიდნეეენ...
გიორგი-50
23:05 12-03-2024
1
საღინაძე ტრამვირებულია? თუ რატომ არ იძახებენ? გოგიჩაშვილიც არაა... ბრეგვაძემ,ჭოიძემ,მამუკაშვილიმა დაამთავრეს ნაკრებში გამოსვლა?..
დავითი...
16:45 14-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული