საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალზელანდიურ "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ გაიტანა, ლუკა მატკავას ანგარიშზე კი რეალიზებული ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა.

„ბორჯღალოსნები“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ - 17 ნოემბერს იტალიის და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ.

10 ნოემბერი. მონპელიე (საფრანგეთი). GGL Stadium

საქართველო - ოლ ბლექს XV 13:31

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68
ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

alt"ბორჯღალოსნები" | ქოქრილის პირველი საშემოდგომო რაზმი

მკითხველის კომენტარები / 14 /
საშინელი თამაში სტატიკაშიც და დინამიკაშიც!
ლევან
10:10 11-11-2024
3
სუდია იმნაირს კვესელაძის უბურთოდ გადაგდებისთვის ტექნჯკური ლელო და ყვითელი უნდა აეფრიიალებინა! ეს პირველი გადამწყვეტი გადაწყვეტიკება არა ჩვენ სადარგებლოდა. მეორე უკვე ლელოს გაუქმება იყო. გარდა მაგისა, რამდენიმე ეპიზოდში იმათი დანფობა იყო და იგივეზე ჩვენთვის არ გატარება.
ყველაზე სუსტი, ბოლო პერიოდში ტრადიციულად მეორე ხაზი იყო. აუტი-მოლი კატასტროფასთან მიახლოებული. მესამე ხაზმა მშვენივრად ითამაშა მაინც, ზელანდიუს კლასის გათვალუსწინებით მითუმეტეს. ქუნთელია ნამეტანი დონდლოა. პოტენციაში ატონიოა, რეალურად დიდი ბავშვი. გელა. ისევ დაიმტვრა თუ ინახავს საიტალიოდ? ალანიას არგამოძახება ძალიან არასწორი სჩანს.ასევე საინტერესოა შველიძის განაცხადს მიღმა დარჩენა ბრივში მჯსი თამაშის გათვალისწინებით. იმედია იტალუასთან პაპუნაშვილი დაიწყებს 15 ზე და ნინიაშვილი 11 ზე გადავა
Rezo
04:01 11-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული