საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალზელანდიურ "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ გაიტანა, ლუკა მატკავას ანგარიშზე კი რეალიზებული ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა.

„ბორჯღალოსნები“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ - 17 ნოემბერს იტალიის და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ.

10 ნოემბერი. მონპელიე (საფრანგეთი). GGL Stadium

საქართველო - ოლ ბლექს XV 13:31

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68
ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

alt"ბორჯღალოსნები" | ქოქრილის პირველი საშემოდგომო რაზმი

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ გინდათ ევროპა? მაშინ ესენგეს 6 ერში ითამაშეთ !
დუბლინელი დამრტყმელი -პურიმჭამელი
19:19 10-11-2024
22
უაზრო ჯარიმები გასაგებია, დაღლაც გასაგებია, მაგრამ, ეს აუტის მოწოდება რა გახდა ასეთი? ამის სწავლასაც, უმაღლეს დონეზე, ხშირი თამაში ჭირდება?
goga
20:22 10-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული