რაგბი

ეროვნული ნაკრები

პირველად ისტორიაში - საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უელსს გადაასწრო

AutoSharing Option
რაგბი ევროპაზე შვეიცარიისა და ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური და რეიტინგში დაწინაურდა.

„ბორჯღალოსნებმა“ ისტორიაში პირველად გადაასწრეს უელსს და მე-11 ადგილზე დამკვიდრდნენ.

რეიტინგში საქართველოს ნაკრებზე წინ იტალიაა, რომელმაც ექვსი ერის მეორე ტურში უელსს 22:15 მოუგო.