რაგბი

ლეგიონერები

რაგბი. ლეგიონი: ქართველები ლიდერებში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ყველა შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. დაუმარცხებელი აქ, ჯერჯერობით, ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია: "მონპელიე" და "ლიონი". ისევე, როგორც პირველ ტურში, ამ ტურსაც ქართული ლელოს გარეშე არ ჩაუვლია.

ჯერ დაუმარცხებლებით დავიწყოთ: მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე" ახალი მწვრთნელის, ახალზელანდიელი ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც შოტლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში, წლეულს სულ სხვა გუნდი გახდა. მონპელიელებმა სტარტზე ორივე მატჩში საპრემიო ქულები მიითვალეს. წლევანდელ სეზონში "მონპელიეს" რიგებში პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა
ნარიაშვილმა.

"მონპელიეს" კვალში უდგას თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონი". თუმცა, ახალგაზრდა ქართველი ბურჯების დებიუტი პირველ დივიზიონში არა და არ შედგა. "ლიონი" კი, სეზონისწინა საკნტროლო მატჩებშიც კარგად ჩანდა, რომ სერიოზულ გუნდად შეიკრა.

ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა", რომელშიც მასთან ერთად კარლენ ასეიშვილი და სოსო ბეკოშვილი თამაშობენ, გასვლით მატჩში სწორედ "ლიონთან" წააგო - 14:29. ვასო შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა და ურიგოდ არ უთამაშია. ლელოც თავისი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გაიტანა.

მეტოქის ჩათვლის მოედანთან "ბრივის" სასარგებლოდ დანიშნული შერკინებიდან რვა ნომერმა ეტიენ ერიენმა ბურთი მარცხენა, მოკლე ფრთაზე ლობჟანიძეს გაუტანა. საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა მოძრაობით უჩვენა, რომ კიდევ უფრო მარცხნივ აპირებდა ბურთის თანაგუნდელისთვის გადაცემას და თვითონ საპირისპირო მიმართულებით დაიძრა. ლიონელებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი შეჩერება ვეღარ შეძლეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი კლერმონში, ადგილობრივ გუნდსა და "ტულონს" შორის გაიმართა. ორი ფრანგული გრანდის დაპირისპირებისას მოედანზე ოთხი ქართველი მორაგბე იყო - დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა. საფრანგეთის ჩემპიონმა, რომელიც შინ იშვიათად მარცხდება, "ტულონი" ამჯარადაც გაწბილებული გაისტუმრა - 21:16.

TOP-14, II ტური
აჟენი-რასინგი 23:19
სტად ფრანსე-ლა როშელი 35:24
კასტრი-ბორდო 33:19
ლიონი-ბრივი 29:14
მონპელიე-ოიონაქსი 37:6
ტულუზი-პო 23:19
კლერმონი-ტულონი 21:16

ქართველი ლეგიონერები
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (60 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (60 წთ)
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (62 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმა
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) შეცვლაზე (59 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (56 წთ)
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (რასინგი) ძირითადში (47 წთ)
ლაშა ტაბიძე (ბორდო) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (58 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (50 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) შეცვლაზე (52 წთ), ლ
თორნიკე მატარაძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
გურამ პაპიძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში (41 წთ)
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (57 წთ)
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. მონპელიე 2 2 0 0 +60 10(2)
2. ლიონი 2 2 0 0 +24 8(0)
3. კასტრი 2 1 0 1 +10 6(2)
4. ტულუზი 2 1 0 1 +4 6(2)
5. ტულონი 2 1 0 1 +22 5(1)
6. რასინგი 2 1 0 1 0 5(1)
7. სტად ფრანსე 2 1 0 1 +2 4(0)
8. კლერმონი 2 1 0 1 -2 4(0)
9. ლა როშელი 2 1 0 1 -2 4(0)
10. ბორდო 2 1 0 1 -7 4(0)
11. აჟენი 2 1 0 1 -25 4(0)
12. ოიონაქსი 2 0 1 1 -31 2(0)
13. პო 2 0 0 2 -31 1(1)
14. ბრივი 2 0 0 2 -24 0(0)

* * *
მეორე დივიზიონშიც დაუმარცხებელი ასევე ორია და ორივე ქართველთა გუნდია: "კოლომიე" და "გრენობლი".

აქაც, მესამე ტურში ერთი ქართული ლელო "გამოცხვა". მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურთა გუნდმა შინ შალვა მამუკაშვილის, მირიან ბურდულისა და გიორგი ნაცარაშვილის "კარკასონი" დაამარცხა - 41:10.

მატჩის 28-ე წუთზე ორიაკელები მარცხენა ფრთაზე მორკინალების მოკლე დარტყმებით უტევდნენ. იქ წარმოქნილი რაკიდან ბურთი სწრაფად მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს. შარიქაძემ, რომელიც მეორე შუამარბის (#13) პოზიციაზე თამაშობდა, ბურთი ლელოდან ათ მეტრში მიიღო და მის წინ მდგომ სამი მეტოქისკენ უშიშრად დაიძრა, სამივეს წინააღმდეგობა დაძლია და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

PRO D2, III ტური

დაქსი-ნარბონი 35:16
ორიაკი-კარკასონი 41:10
ბიარიცი-ბეზიე 18:9
გრენობლი-მარსანი 26:21
მასი-მონტობანი 10:11
ვანი-ანგულემი 28:14
პერპინიანი-ნევერი 35:19
კოლომიე-ბაიონი 36:13

ქართველი ლეგიონერები
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში (41 წთ), ლ
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (55 წთ)
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) ძირითადში (40)
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) ძირითადში (53 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) შეცვლაზე (56 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
მირიან ბურდული (კარკასონი) ძირითადში (41 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
ბექა ბიწაძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადში არ იყო

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კოლომიე 3 3 0 0 +32 13(1)
2. გრენობლი 3 3 0 0 +24 12(0)
3. პერპინიანი 3 2 0 1 +74 11(3)
4. მონტობანი 3 2 1 0 +6 10(0)
5. დაქსი 3 2 0 1 +7 9(1)
6. ბიარიცი 3 2 0 1 +5 8(0)
7. მასი 3 1 0 2 +34 7(3)
8. ორიაკი 3 1 1 1 +24 7(1)
9. ვანი 3 1 0 2 +9 7(3)
10. მარსანი 3 1 0 2 +28 6(2)
11. ანგულემი 3 1 0 2 +5 5(1)
12 ბეზიე 3 1 0 2 -11 5(1)
13. ნევერი 3 1 0 1 -35 4(0)
14. კარკასონი 3 1 0 2 -57 4(0)
15. ბაიონი 3 1 0 2 -79 4(0)
16. ნარბონი 3 0 0 3 -66 1(1)

* * *
რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ორი თამაშიდან ორივე მოიგო მიხეილ არჩუაშვილის "სტიაუამ". ჩვენებურის გუნდმა ამჯერად სტუმრად დაამარცხა "იაში" - 47:20. არჩუაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

"სტიაუას" კვალში უდგას ლაშა აზალაძისა და ომარ ბალიაშვილის "ბუქარესტი", რომელმაც ასევე სტუმრად სძლია "კლუჟს" - 50:20. აზალაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ბალიაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

სტუმრად, გათამაშების ფავორიტ "ტიმიშოარასთან" წააგო ბიძინა სამხარაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბაია მარემ" - 15:23. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

რუმინეთი, II ტური
იაში-სტიაუა 20:47
კლუჟი-ბუქარესტი 12:50
ტიმიშოარა-ბაია მარე 23:15

სატურნირო ცხრილი
1. სტიაუა - 10 ქულა, 2. ბუქარესტი - 7, 3. ბაია მარე - 5, 4. ტიმიშოარა - 4, 5. იაში - 2, 6. კლუჟი - 0, 7. დინამო - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"