შალვა მამუკაშვილი "კარკასონის" წევრი აღარ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი "კარკასონის" წევრი აღარ არის.

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ის კლუბმა 27 წლის ქართველი მორაგბე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გაიფორმა. 5 თვის განმავლობაში მამუკაშვილმა ფრანგული გუნდის მაისურით 8 მატჩი გამართა, აქედან 4 სასტარტოში დაიწყო. ამ პერიოდის შემდეგ კლუბმა "ბორჯღალოსანთან" ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივა.

გასულ სეზონში მამუკაშვილი "მონპელიესა" და "ტულონში" გამოდიოდა.

სად გააგრძელებს მამუკაშვილი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია rugby-transferts.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული