ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბის" იაპონურ კლუბ "სანვულვზში" ითამაშებს.

ამის შესახებ ცნობილი საფრანგეთში მომუშავე იაპონელი სპეციალისტისგან, ჰინატო აკიმოტოსგან გახდა ცნობილი, რომელმაც ინფორმაცია "ტვიტერში" გაავრცელა.

"ქართველი მორაგბე "სანვულვზს" 26 მარტს შეუერთდება", - წერს ჰინატო.

შეგახსენებთ, რომ ადრე ხატიაშვილი ფრანგული "ორიაკის" ღირსებას იცავდა, სადაც მისი თანაგუნდელები მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე იქნება, ვინც "ზე რაგბიში" ითამაშებს. პირველმა ეს ჯაბა ბრეგვაძემ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე პირადად ხატიაშვილი ნაკრებში არასდროს მინახავს ან შეიძლება იყო და მე გამომრჩა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია ეს სიახლე უფრო მეტად დააფიქრებს მილტონს იფიქროს ხატიაშვილის სანაკრებოდ გამოძახებაზე ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ორი მორაგბე ითამაშებს ზე რაგბში ეს კი ჩვენი რაგბის უდავოდ წინსვლაა მერწმუნეთ რადგან ზე რაგბის კარი გაიხსნა, ქართველებისთვის აღარც დაიხურება და შორს არ არის ის დრო რომ 6 ერის ბოსები უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ საქრთველოს წინსვლას და იძულებულები დარჩებიან რომ ქართველებისთვის ეს კარიც გაიხსნას და ბოლო ბოლო ელიტაში მოხვდეთ,მე ამის მჯერა და დიდი იმედი მაქვს წინ ბორჯღალოსნებო!
Fani
21 მარტი 2018 20:41
1
რომ შევადაროთ, როგორც კალათბურთში NBA ლიგაა. მსგავსი დონის ტურნირია ზე რაგბი.
საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარებაც არ შეიძლება, ისეთი სხვაობაა როგორც ცა და დედამიწა :)
Rugby
21 მარტი 2018 17:04
1
არ მინდა ამ ორ მოთამაშეს დაედოს მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობა, მაგრამ საუცხოო პერსპექტივა ექმნება ჩვენ მოთამაშეებს მომავალში. ხაზიც თუ გაგვირეკლამდა კარგად ჩვენი ხასიათის გათვალისწინებით ექვსი ერის 2-3 ნაკრებს გახევენ ჩვენები მომავალში. ეხლა ამ ორს წაადგეს პირადად ეს გამოცდილება!
რეზო
21 მარტი 2018 16:41
1
რა პონტში მიბლოკავთ პოსტს?
giorgi
21 მარტი 2018 16:35
1
თუ არ ვცდები ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინისა და იაპონიის კლუბები თამაშობენ ზე რაგბის ტურნირს. ასე რომ საფრანგეთზე ძლიერი ჩემპიონატი თუ არა სუსტი ნამდვილად არ იქნება
123
21 მარტი 2018 14:33
2
ზე დონეა
რეზო
21 მარტი 2018 15:00
1
იაპონელებს აქვთ ის რაც ჩვენ გვაკლია, და "ზე რაგბი"-თ ყველაფერი ნათქვამია. ძალიან კარგი სიახლეა.
რეზო
21 მარტი 2018 13:29
0
საფრანგეთის ტოპ 14ზე ძლიერი ჩემპიონატი აქვს იაპონიას?
ტატო
21 მარტი 2018 13:12
5
იაპონიას არა მაგრამ სანვულვზი იაპონიის ჩემპიონატში კი არა სუპერ რაგბში თამაშობს სადაც ზელანდიური, ავსტრალიური, სამხრეთ აფრიკული და არგენტინული გუნდები არიან :)
0desu
21 მარტი 2018 14:37
1
"ზე რაგბი"(სუპერ რაგბი)-ში ავსტრალიური, ახალ ზელანდიური და სამხრეთ აფრიკული გუნდები თამაშობენ და 2016 წლიდან იაპონური და არგენტინული გუნდიც დაემატა, ამიტომ იქ თამაში ბევრად სასარგებლო გამოცდილებაა მორაგბისთვის
გულშემატკივარი
21 მარტი 2018 14:28
1

სიახლეები პოპულარული