რაგბი

ლეგიონერები

დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ

AutoSharing Option
კონტინენტის ფარი ქართველი ლეგიონერების კლუბმა "ენისეიმ" მოიგო. დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის გუნდმა ფინალში გერმანულ "ჰაიდელბერგი" 24:20 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ქართველი ლეგიონერები, რომლებიც ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ მინდორზე და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

"ენისეიმ" ჰაიდელბერგს სამი ლელო დაუდო, გამორჩეული იყო იური კუშნარიოვი.

ეს პირველი წარმატება არ არის ამ ტურნირზე რუსული კლუბისთვის, მათ მიჯრით მეორედ მოიგეს ეს ტურნირი. მომავალ სეზონში კი კლუბი ჩელენჯ ქაფის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ტურნირს ევროპულ რაგბში ეს რანგით მესამე ტურნირია.
ასევე დაგაინტერესებთ