ვიათ კროკეტი: ლევან ჩილაჩავასთან შერკინება ტრაქტორთან ჭიდაობას ჰგავდა

AutoSharing Option
"სუპერ რაგბის" რეკორდსმენმა მორაგბე ვიათ კროკეტმა, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელად "CROCZILLA" გამოუშვა, სადაც ბევრ საკითხზე წერს.

თუმცა თქვენს ყურადღებას იმ მონაკვეთზე გავამახვილებთ, სადაც ის საქართველოს ნაკრების მორკინალ ლევან ჩილაჩავას შესახებ წერს.

კროკეტის თქმით, ლევან ჩილაჩავასთან შერკინება ტრაქტორთან ჭიდაობას ჰგავდა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოსთან ვითამაშეთ, ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და შერკინება "ტულონის" მორკინალ ლევან ჩილაჩავასთან მომიწია. კაცთან, რომელიც შავ ზღვასთან მდებარე ქალაქ სოხუმში დაიბადა. არ ვიცი, ბავშვობაში რას აჭმევდნენ, მაგრამ ღმერთს ვფიცავ, ასეთი ძლიერი მორკინალის
წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მასთან შერკინება ტრაქტორთან ჭიდაობას ჰგავდა. ყველაფრის გაკეთება მომიწია, რომ ამ კაცს გავმკლავებოდი და მადლობას ვწირავდი ნიკ გილს, რომელმაც დიდი წონებით ვარჯიში დაგვავალა სეზონის მიმდინარეობისას. შერკინება რომ ცალკე სპორტი იყოს, საქართველო მუდმივად ჩემპიონი გახდებოდა." - წერს ვიატ კროკეტი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

35 წლის მორაგბეს სუპერ რაგბიში 200 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რითაც ის აბსოლუტური რეკორდსმენია.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

 

მომზადებულია stuff.co.nz-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვნახე
https://www.stuff.co.nz/sport/rugby/all-blacks/108037904/Former-All-Blacks-prop-Wyatt-Crockett-opens-up-on-personal-rollercoaster-that-was-2015
ქუთაისელი
10:03 30-10-2018
0
ეს სტატია ინგლისურად დადეთ, ჩემს ახალზელანდიელ მეგობარს მინდა ავაფარო :დ
ქუთაისელი
16:25 29-10-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული