რაგბი

ლეგიონერები

Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა

AutoSharing Option
სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 34 წლის ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "ტულონის" რიგებში "მონპელიესთან" მოგებულ (38:28) მატჩში ითამაშა.

ფრანგული სარაგბო ბლოგი Blog-rct.com-ი ქართველის დაბრუნებას სტატიას უძღვნის და წერს, რომ მამუკამ ტიტანური სამუშაო შეასრულა.

"მამუკა გორგოძის დაბრუნებას ყველა ელოდა, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ქართველი სამთვიანი სერიოზული ტრავმის შემდეგ ამ დონეზე თამაშს მოახერხებდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე მწვრთნელმა პატრის კოლასომ მოთამაშე შეცვალა და ტრავმის გამიზეზება აიცილა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა გორგოძე შესანიშნავი იყო. მან 12 ბოჭვა შეასრულა,
რომელიც მის გუნდში მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

ის ეფექტური იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როგორც ჩანს, მამუკა გორგოძე სწორედ ის ელემენტია, რომელიც "ტულონს" სეზონის სტარტიდანვე აკლდა." - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ტრავმა 25 აგვისტოს "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ მიიღო.

alt3.5-თვიანი პაუზის შემდეგ გორგოძე მოედანს "მონპელიესთან" უბრუნდება