რაგბი

ლეგიონერები

თამაზ მჭედლიძემ "ლიონთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-13 ტურში "ლიონთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (20:52) მძიმე ტრავმა მიიღო "აჟენის" უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემ.

ის მისთვის უჩვეულო რვა ნომერზე თამაშობდა, მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, მოედნიდან სპეციალური მანქანით გაიყვანეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

როგორც იუწყებიან, მას ერთი თვე მოუწევს უქმობა.

"აჟენი" 17 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.