ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ქართველმა მორაგბემ, ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო.

ჩილავას "მონპელიემ" შინ აუტსაიდერი "გრენობლი" ანგარიშით 47:12 დაამარცხა. ქართველმა მორაგბემ კი ლელო 47-ე წუთზე მიითვალა.

სამწუხაროდ, "მონპელიეში" კონსტანტინე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გელა აფრასიძეს არ უთამაშიათ; ასევე შეხვედრაში არ მიიღეს მონაწილეობა "გრენობლის" ქართველმა მორაგბეებმა: დავით ქუბრიაშვილმა, ბექა გიგაშვილმა და ლექსო ყაულაშვილმა.

"მონპელიე" 57 ქულით TOP 14-ის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო "გრენობლი" 28 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ro ar miugiat monawileoba, mec vici. Tqveni saqme ki, pativcemulo , imis garkveva da daweraa, tu ratom? Yaulashvils ki grenoblshi ra unda? Bordoshia
Zuka
01 მაისი 2019 10:31
0
ე.ი. შვიდი ქართველიდან ითამაშა ერთმა.
kote
01 მაისი 2019 09:24
0
ნარიაშვილი ნაოპერაციებია, აფრასიძე ახალგაზრდულ გუნდშია, ოტეს ამბავი ზუსტად არ ვიცი. ქუბრიაშვილს და გიგაშვილს სავარაუდოდ ტრავმები ქონდათ, თორემ სულ თამაშობენ. ყაულაშვილი ბორდოშია
რეზო
06 მაისი 2019 22:06
0

სიახლეები პოპულარული