lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა lerugbynistere-ი წერს, რომ საქართველოს რაგბის ეროვნული გუნდის წევრი თამაზ მჭედლიძე მომავალი სეზონიდან "რუონის" ღირსებას დაიცავს.

იმავე გამოცემის მიხედვით, "რუონს" შესაძლოა სოსო მათიაშვილიც შეუერთდეს.

"რუონი" ნორმანდიის მხარის გუნდია და ფედერალ 1-ში 22 შეხვედრიდან 21 მოიგო, პლეი-ოფშიც აჯობა "ალბის" და მომავალი სეზონიდან პრო დე2-ში ითამაშებს.

ბუნებრივია, შემადგენლობას გაძლიერება უნდა და ნორმანდიელებმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე შეათანხმეს. მათ შორის არის თამაზ მჭედლიძეც, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში "აჟენის" მოთამაშე გახლდათ.

რაც შეეხება სოსო მათიაშვილს, საიტი წერს, რომ საკმაოდ დიდი შანსია, ისიც "რუონში"
ვიხილოთ. მათიაშვილი ამჟამად საქართველოში თამაშობს - "ლელო სარასენსის" ღირსებას იცავს.

altლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Kargia, kargi! Midi, soso, gadadi! Kai gundi ketdeba ruani da pro d 2 chveni xazistvis zedgamochirlia. Samwuxarod, sherkinebis darad jer ar gvyavs top 14s donis ukanaxazelebi. Tumca axali taobidan ukve aucileblad wamovlen.ertad tazo da soso uketac shetamashdebian. Warmatebebi
Rezo
12:20 30-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული