რუსი ჟურნალისტი ქართველ მორაგბეებს: შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? - მოგეძებნათ გუნდი სხვა ქვეყანაში

AutoSharing Option
მოსკოვის "სლავას" მორაგბეთა გუნდმა ე.წ. თვალის ჟესტის გაკეთებისათვის ქართველი ლეგიონერები საბა ილურიძე და რეზი ბროძელი ჯერ გუნდიდან მოკვეთა, შემდეგ კი უკან დააბრუნა. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს კარგი ურთიერთობა აქვთ და საკითხის დარეგულირება მოხერხდა. აღნიშნულ თემას championat.com-ზე სტატია ანდრეი შიტიხინმა მიუძღვნა.

"ქართველი მორაგბეები რუსეთიდან კინაღამ გააძევეს. პოლიტიკური ჟესტისათვის ქართველ მორაგბეებს თავის მართლება მოუწიათ. მათ აპატიეს.

რუსეთის თასზე "სლავასა" და "ყუბანის" მატჩისას ხმაურიან სკანდალს ჰქონდა ადგილი. ლელოს გატანა "სლავას" ქართველმა მორაგბეებმა ემოციურად პოლიტიკური ჟესტით აღნიშნეს. თავიდან მათთან
კონტრაქტის გაწყვეტა და სამშობლოში გაშვება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ აპატიეს და რუსეთში დატოვეს.

ბროძელის თქმით, მწვრთნელმა აცნობა, რომ რუსეთიდან წასვლა მოუწევდათ. მოგვიანებით მოთამაშეებს ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ალეკსეი ნილოვსკიმ დაუდასტურა. ბროძელმა კი თავიდან განაცხადა, რომ თავის საქციელს საერთოდ არ ნანობდა, ხოლო რუსული მხარის რეაქცია სასაცილო იყო.

ორივესთვის თბილისში გასამგზავრებელი ბილეთები შეძენილი იყო, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე ყველაფერი მოგვარდა.

რატომ ჩართეს "უკუსვლა"?

ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაუგებარია, გამოყენებულ იქნება თუ არა მათ მიმართ საჯარიმო სანქციები, მაგრამ ისინი კლუბში ასპარეზობას გააგრძელებენ და ხელფასს აიღებენ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოში აგრესორს უწოდებენ. არანაირ წინააღმდეგობას ამაში მოთამაშეები ვერ ხედავენ.

მათ მაინც განმარტეს. ბროძელმა განაცხადა, რომ ჟესტი პოლიტიკური არ იყო, უბრალოდ მიტინგზე ძალოვანებისგან დაშავებულებს მხარი დაუჭირეს. რევაზმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პრობლემა არა აქვს, სპორტსმენია და რაგბის კარგად თამაში უნდა.

ყველაფერი ნათელია. კარგი კონტრაქტებით ფულის გამომუშავებისთვის რუსეთში წასვლა საჭიროა, ხოლო როდესაც პოლიტიკურ ჟესტს გააკეთებ, რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ. თუმცა, როცა რუსეთი ამ შეხედულებებისათვის პასუხის გაცემას მოგთხოვს - ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია, ჩვენ არასწორად გაგვიგეს.

მისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გინდოდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა - თქვენ გამოხატეთ. მკვეთრად და გასაგებად. ეს პატივისცემას იმსახურებს.

მაგრამ "უკუსვლა" რატომ ჩართეთ? შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ, მოგეძიებინათ სხვა კლუბი სხვა ქვეყანაში და არ მოგიწევდათ რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტის გამო ტანჯვა.

მიტევების ჟესტი

იგივე შეიძლება კლუბსაც ვკითხოთ - რატომ ჩართეს "უკუსვლა"? რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ხელშეკრულებები გაუწყვიტეს, საჭირო იყო თანმიმდევრითობა და ბოლომდე წასვლა. სხვა საქმეა, რომ ნილოვსკიმ მოთამაშეებთან საუბრისას პირდაპირ თქვა, ჩემზე ზეწოლას რუსეთის რაგბის ფედერაცია და საზედამხედველო საბჭო ახდენენ, რომელსაც სათავეში ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი იგორ არტემევი უდგას. ეტყობა, ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე გადაწყდა. მინიმუმ ფედერაციების პრეზიდენტების დონეზე.

მით უმეტეს, "სლავა" რუსეთში სათამაშო სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქართული გუნდია. 7 მოთამაშეს ქართული პასპორტი აქვს და მწვრთნელიც ქართველია. 2 რომ გაეძევებინათ, არავინ იცის, როგორ მოიქცოდნენ დანარჩენები და ეს გუნდზე როგორ აისახებოდა".

altქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

altრუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]

altქართველი მორაგბე რუსულ კლუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

altქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბიჭების უზარმაზარი მიგრაცია უცხო ქვეყნებში და მითუმეტეს რუსეთში მთლიანად ფედერაციის კისერზეა ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნიან ბიჭებს!!!! არგენტინის იაგუარებმა უკვე ფინალი ითამაშეს სუპერ რაგბში!
1 გუნდი რა გახდა ჩელენჯ ქაფზე იქ სადაც: ესპანელები,პორტუგალიელები, რუსები, გერმანელები და იტალია ხომ თამაშობს და თამაშობს ვის ვედრებით ცოტა მიწაზე დავეშვათ ადგილობრივ ჩემპიონატს მიხედონ ბიჭებს რომ ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნიან!!!!
ქართული რაგბის ქომაგი
06 ივლისი 2019 15:56
0
ამ ჟესტს რატომ ქვია პოლიტიკური და რუსეთი რა შუაშია - რეზინის ტყვიები რუსეთმა ისროლა? რუსეთი ოკუპანტია და თუ ამის გამო არ ითამაშებ რუსეთში - ეს უკვე გასაგებია, მაგრამ აქციის (ვისი ინსპირირებული იყო და რა იყო რეალური მიზანი ეს ცალკე საკითხია) დაშლის დროს დაშავებულების სოლიდრობა პოლიტიკური როგორ არის ვერ გავიგე.
???
06 ივლისი 2019 15:27
0
მაგაზე ვთქვი ზუსტად, რომ შანსს არ უშვებენ ხელიდან, და დაგვგესლონ მეთქი. ვინც რაგბის აზრზეა თუ არ არის, ყველა რუსი ჟურნალისტი თავიანთ ლიგაში თამაშს გვაყვედრის - ფული არ გინდათ და წადითო. რომ თქვან, რუსეთი ოკუპანტიაო, შეიძლება დაიჭირონ კიდეც. მომავალშიც იქნება რაღაც ასეთი ანგარიშის გასასწორებლად ნასროლი სტატიები და მოქმედებები. მაგათი მტკივნეული ადგილი ხომ ჩვენთან მარადიული მარცხია ?
:))))
06 ივლისი 2019 17:50
1
status quo
ვინ დაგბლოკავს?! უკვე ყველა გიცნობს, როგორც არაკაცს და შენ სიტყვასაც შესაბამისი ფასი აქვს...
ცუგო
06 ივლისი 2019 15:15
3
ძალიან გთხოვთ არ დამბლოკოთ-მეკო კვირიკაშვილის არაკაცური საქციელის შემდეგ უკვე არ მიკვირს ამ მორაგბეების ასეთი ლაჩრული საქციელი.
status quo
06 ივლისი 2019 13:49
10
ბიჭებო, დღესვე თუ ვერ ახერხებთ, უკვე დაიწყეთ ფიქრი სხვა ქვეყანაში თამაშზე, თორემ ისეთ ქვეყანაში და ისეთ უმადურ ხალხში ხართ, ადრე თუ გვიან რაღაცას გაგიჩალიჩებენ
kix
06 ივლისი 2019 12:19
4
თუ არ იცი რას აკეთებ - არ გააკეთო. თუ იცი, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ - არ გააკეთო. თუ იცი, რომ რასაც აკეთებ, იმაზე ბოდიშის მოხდა მოგიწევს -არ გააკეთო. ამ ბიჭების უკანდახევის შესახებ (იყო თუ არა უკანდახევა - ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა) ისეთმა მნიშვნელოვანმა მედია საშუალებებმა დაწერეს რუსეთში, რომელთაც რაგბი, მე მგონი, არასოდეს გახსენებიათ.არც ის დაუწერიათ, კლუბმაც უკან რომ დაიხია. საბოლოოდ, ასე გამოვიდა - ბიჭები შეცდნენ, შემდეგ მიხვდნენ,აღიარეს და რუსებმაც დიდსულოვნად აპატიეს.
გიო58
06 ივლისი 2019 10:42
1
ზუსტად! თუ რაღაცას აკეთებ, ბოლომდე გააკეთე. ჰოლანდიაში ნინო ქათამაძე ჩამოვიდა და მაგანაც თვალზე ხელი აიფარა მაშინ, როცა გადათოხნილი აქვს მთელი რუსეთი,რამის უფაში და ჩუქჩებში გამართოს კონცერტი. მერე პოსტი დაწერა და წაშალა. ანუ დედა რუსეთს ვერ შეელია. იმიტომ დავწერე, უნდა დაფიქრდე როცა რამეს აკეთებ. მერე უხსენი რუსებს, ასე იყო თუ ისე. მე მგონი დამამცირებელია
:))))
06 ივლისი 2019 11:46
1
უტვინო და გაყიდული ჟურნალისტები,ჩვენც საკმარისზე მეტი გვყავს,მაგრამ ასეთი კრეტინები და შოვინიზმით დაბნელებულები?საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო,საპროტესტო ჟესტი რუსეთის საწინააღნდეგო აქციად შეაფასო...მოფიქრებაც ხომ გინდა.ვფიქრობ მაიბც ვიღაცისათვის თავის მოწონების სურვილი იყო,მაგ ვაი ჟურნალისტის ტლიკინი.მეორე მხრივ კარგია,ჩვენი სპორტსმენები მიხვდებიან,რომ უცხოეთში, ისინი საქართველოს წარმოადგენენ და მათ საქციელში,მეტი პასუხისმგებლობა გამოჩნდება.
სოსო
06 ივლისი 2019 08:58
5
პირობები შეუქმნან ბიჭებს პიარზე რომ არიან გადასულები!!!!! სანამ ფედერაცია ვერ მიხვდება რომ 1 გუნდი უნდა გვყავდეს
პრო 14 ში მანამდე რეალურად ჩვენ წინსვლა გ
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა !!!!
Best
06 ივლისი 2019 03:56
1
Mag qveyanashi raimes gasaketeblad rato unda waxvide adamiani ver vxvdebi. Wamodit bichebo maqedan
Me
06 ივლისი 2019 03:05
8
ან ტროლი ხარ და შეგნებულად ეწევი რუსულ პროპაგანდას ან ვერ ერკვევი საკითხში! ყველგან,სადაც არ უნდა იყო,პირველ რიგში გაფასებენ და პატივს გცემენ როგორც ადამიანს!მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა!და მერე ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და შრომობს სხვადასხვა ქვეყნებში,მათ შორის შენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში და აქვთ ღირსეული სამსახური(თუმცა არც მოხუცის მოვლაა სათაკილო ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამუშაო).ანუ ის სტერეოტიპი,რომ ევროპა-ამერიკაში მხოლოდ მოხუცების უკანალის წმენდით არის დაკავებული ქართველობა არის უსინდისო ტყუილი!ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი შოულობს სრულიად ლეგალური გზით(განსხვავებით კორუმპირებული რუსეთისგან)იმაზე ბევრად მეტს,ვიდრე რუსეთში!ასე რომ მოეშვი იმაზე საუბარს რაც არ გესმის!
Mes-ს
06 ივლისი 2019 17:08
3
სად ე[პატიჟები? საწართველოშოი სდაც სამიუშაო არ არის თუ თურქეთში, სააბერზნეტში და ამერიკაში სდაც ქარტველები მხოლოდ უკანალის მწმენადავად მუშაობენ? რუსეტი ერტადერთი ქვეყანაა დსადაც ქართველს ისევ ფასი აქვს და ფულსაც შოულობს! მოგვწონს არ მოგვწონს სამწუხარო რეალობა და ფაქტია ეს!
mes
06 ივლისი 2019 16:02
3
რა ბიდვა, დემაგოგია და უცოდინრობაა სპორტის და პოლიტიკის ავტორის მხრიდან. ეს ჟესტი ვერანაირად ვერაა ანტირუსული, და მართლა აქციაზე დაშავებულების სოლიდარობის ჟესტია, ხელისუფლების ძალაფობის საეინააღმდეგო. რუსეთი რო ოკუპანტია და მათი პოლიტიკა გვძულს ყველა თანხმდება, მაგრამ ფულს რატო იღებენე რო წერთ, მაშინ დაწერეთ და მოითხოვეთ რო ჩამოვიდეს ყველა რუსეთიდან, 300 ათასი ადამიანი და იცხოვრონ სხვაგან. და დააბრინოს ყველამ რუსეთში ნაშოვნი ფული, მათ შორის “ბრძენმა” კაცმაც და თვალმთხრელა მინისტრმაც. თუ მაგის მოთხოვნის რბილად რო ვთქვათ თავი არ გაქვთ. სულ არ აინტერესებთ სპორტსმენებს პოლიტიკა, პროფესიონალები არიან და მუშაობენ იქ სადაც უნდათ და ავტორზე მეტად სძულთ რუსეთი და მეტს აკეთებენ თავის ქვეყნისთვის
rati
06 ივლისი 2019 02:00
11
ავტორს სულაც არ სძულს რუსეთი. რუსია.
გიო58
06 ივლისი 2019 10:35
1

სიახლეები პოპულარული