რაგბი

ლეგიონერები

რუსი ჟურნალისტი ქართველ მორაგბეებს: შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? - მოგეძებნათ გუნდი სხვა ქვეყანაში

AutoSharing Option
მოსკოვის "სლავას" მორაგბეთა გუნდმა ე.წ. თვალის ჟესტის გაკეთებისათვის ქართველი ლეგიონერები საბა ილურიძე და რეზი ბროძელი ჯერ გუნდიდან მოკვეთა, შემდეგ კი უკან დააბრუნა. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს კარგი ურთიერთობა აქვთ და საკითხის დარეგულირება მოხერხდა. აღნიშნულ თემას championat.com-ზე სტატია ანდრეი შიტიხინმა მიუძღვნა.

"ქართველი მორაგბეები რუსეთიდან კინაღამ გააძევეს. პოლიტიკური ჟესტისათვის ქართველ მორაგბეებს თავის მართლება მოუწიათ. მათ აპატიეს.

რუსეთის თასზე "სლავასა" და "ყუბანის" მატჩისას ხმაურიან სკანდალს ჰქონდა ადგილი. ლელოს გატანა "სლავას" ქართველმა მორაგბეებმა ემოციურად პოლიტიკური ჟესტით აღნიშნეს. თავიდან მათთან
კონტრაქტის გაწყვეტა და სამშობლოში გაშვება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ აპატიეს და რუსეთში დატოვეს.

ბროძელის თქმით, მწვრთნელმა აცნობა, რომ რუსეთიდან წასვლა მოუწევდათ. მოგვიანებით მოთამაშეებს ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ალეკსეი ნილოვსკიმ დაუდასტურა. ბროძელმა კი თავიდან განაცხადა, რომ თავის საქციელს საერთოდ არ ნანობდა, ხოლო რუსული მხარის რეაქცია სასაცილო იყო.

ორივესთვის თბილისში გასამგზავრებელი ბილეთები შეძენილი იყო, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე ყველაფერი მოგვარდა.

რატომ ჩართეს "უკუსვლა"?

ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაუგებარია, გამოყენებულ იქნება თუ არა მათ მიმართ საჯარიმო სანქციები, მაგრამ ისინი კლუბში ასპარეზობას გააგრძელებენ და ხელფასს აიღებენ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოში აგრესორს უწოდებენ. არანაირ წინააღმდეგობას ამაში მოთამაშეები ვერ ხედავენ.

მათ მაინც განმარტეს. ბროძელმა განაცხადა, რომ ჟესტი პოლიტიკური არ იყო, უბრალოდ მიტინგზე ძალოვანებისგან დაშავებულებს მხარი დაუჭირეს. რევაზმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პრობლემა არა აქვს, სპორტსმენია და რაგბის კარგად თამაში უნდა.

ყველაფერი ნათელია. კარგი კონტრაქტებით ფულის გამომუშავებისთვის რუსეთში წასვლა საჭიროა, ხოლო როდესაც პოლიტიკურ ჟესტს გააკეთებ, რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ. თუმცა, როცა რუსეთი ამ შეხედულებებისათვის პასუხის გაცემას მოგთხოვს - ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია, ჩვენ არასწორად გაგვიგეს.

მისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გინდოდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა - თქვენ გამოხატეთ. მკვეთრად და გასაგებად. ეს პატივისცემას იმსახურებს.

მაგრამ "უკუსვლა" რატომ ჩართეთ? შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ, მოგეძიებინათ სხვა კლუბი სხვა ქვეყანაში და არ მოგიწევდათ რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტის გამო ტანჯვა.

მიტევების ჟესტი

იგივე შეიძლება კლუბსაც ვკითხოთ - რატომ ჩართეს "უკუსვლა"? რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ხელშეკრულებები გაუწყვიტეს, საჭირო იყო თანმიმდევრითობა და ბოლომდე წასვლა. სხვა საქმეა, რომ ნილოვსკიმ მოთამაშეებთან საუბრისას პირდაპირ თქვა, ჩემზე ზეწოლას რუსეთის რაგბის ფედერაცია და საზედამხედველო საბჭო ახდენენ, რომელსაც სათავეში ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი იგორ არტემევი უდგას. ეტყობა, ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე გადაწყდა. მინიმუმ ფედერაციების პრეზიდენტების დონეზე.

მით უმეტეს, "სლავა" რუსეთში სათამაშო სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქართული გუნდია. 7 მოთამაშეს ქართული პასპორტი აქვს და მწვრთნელიც ქართველია. 2 რომ გაეძევებინათ, არავინ იცის, როგორ მოიქცოდნენ დანარჩენები და ეს გუნდზე როგორ აისახებოდა".

altქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

altრუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]

altქართველი მორაგბე რუსულ კლუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

altქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო