რაგბი

ლეგიონერები

დავით ზირაქიშვილმა ვერცხლის მედალზე უარი თქვა

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია sports-auvergne.fr-მა გაავრცელა: საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ტულუზთან" 18:24 წაგების შემდეგ, "კლერმონის" ქართველმა ლეგიონერმა დავით ზირაქიშვილმა ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი განაცხადა.

"მედლის მიღება არ მინდოდა. ეს ქედმაღლობით არ გამიკეთებია, მეორე ადგილისთვის განკუთვნილი მედალი სახლში საკაოდ მაქვს. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ვერცხლის მედალი ჩინებულია, რაგბში კი წაგების აღმნიშვნელია.

ნამატჩევს ქალბატონმა, რომელიც ოფიციალური პირი გახლდათ, მედლის ასაღებად მისვლა შემომთავაზა, მე კი მოვუბოდიშე და ვუთხარი, სახლში ბევრი მაქვს-მეთქი. ვფიქრობ, მიხვდა, რაც ვიგულისხმე. ვიღაცამ ეს მედალი გასახდელში, ჩემს კარადაში დადო, თუმცა ხელიც არ მიხლია", -
ციტირებს ზირაქიშვილს ფრანგული ვებგვერდი.

ზირაქიშვილმა "კლერმონის" შემადგენლობაში შვიდჯერ ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა - 2010 და 2017 წლებში.

36 წლის ქართველი ბურჯი უკანასკნელი სეზონისთვის ემზადება.