რაგბი

ლეგიონერები

კოტე მიქაუტაძეს ტრავმის გამო 6 თვე გაუცდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მორაგბე კოტე მიქაუტაძემ მძიმე ტრავმა მიიღო.

"პოსთან" მატჩში მიქაუტაძემ აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო და ვარჯიშის დაწყებას მხოლოდ შემოდგომით შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაცია მისი კლუბის სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა.

კოტე "მონპელიეს" ტოპ 14-ის დარჩენილ შეხვედრებში და "ბორჯღალოსნებს" ზაფხულის ტესტ-მატჩებში ვერ დაეხმარება.