რაგბი

ლეგიონერები

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს - ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ფრანგული "ტულონის" მორკინალმა მამუკა გორგოძე ტელეკომპანია იმედის გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა

"ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის. მესმის, არის სირთულეები, რთულია ამის გაკეთება, თუმცა მაინც უნდა მოვახერხოთ.

ის, რასაც დღეს მთავრობა და ექიმები აკეთებენ, ეს მხოლოდ გმირობაა. ეს უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვი ინტერესი არც არასდროს  მქონია და არც ახლა გამაჩნია.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როდის განახლდება "ტოპ 14", ან განახლდება თუ არა საერთოდ. მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა და
ამაზე მნიშნელოვანი არაფერია.

ბევრმა მითხრა, რომ ასე კარიერის დასრულებას არ ვიმსახურებდი, თუმცა არაუშავს.

მოგეხსენებათ, 30 ივნისს კონტრაქტი მიმთავრდება "ტულონთან" და კარიერასაც დავასრულებ. არ ვაპირებ რაგბიში დარჩენას, თუმცა თუ რამის გაკეთება შემეძლება, მუდამ ქართული რაგბის გვერდით ვიდგები.

ჩვენს ნაკრებზე მინდა ვთქვა, რომ ლევან მაისაშვილის ხელში ყველაზე სანახაობრივ რაგბის ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტი მოწინააღდეგეები გვყავდა.

უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, არა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოგება, არამედ მსოფლიო თასზე სათამაშოდ ძლიერი გუნდის მომზადება უნდა იყოს."