რაგბი

ლეგიონერები

კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი

AutoSharing Option
კიდევ ორი "ბორჯღალოსანი" – "ტულონის" ბურჯი ბექა გიგაშვილი და "ლიონის" ფრთა დავით ნინიაშვილი - მე-10 და მე-11 "ბარბაროსი" გახდა.

1890 წელს დაარსებული წვეული გუნდის შემადგენლობაში "ბორჯღალოსნებიდან" უთამაშიათ: დავით ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს, დავით კაჭარავას, მამუკა გორგოძეს, კოტე მიქაუტაძეს, გიორგი ხარაიშვილს, დავით ზირაქაშვილს, მიხეილ ნარიაშვილსა და ანტონ ფეიქრიშვილს. გორგოძე ერთადერთია, რომელმაც ამ კლუბის მაისურით ლელო გაიტანა (ინგლისთან).

წელს "ბარბაროსები" "თვიქენჰემზე" ინგლისს ეთამაშებოდა და მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ნინიაშვილმა სრულად ითამაშა, ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა და დამაგვირგვინებელ ლელოში უდიდესი
წვლილი შეიტანა. 52 წუთი ითამაშა გიგაშვილმა, სტაბილური იყო შერკინებაში და აქტიური ღია თამაშში.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარბაროსები" პირველსავე ტაიმში მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა და 52:21 დაამარცხა.

rugby.ge