რაგბი

მსოფლიოს თასი

იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მორაგბეებს ტატუების გამოჩენა აეკრძალებათ

AutoSharing Option
2019 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება, მოთამაშეებს კი ტატუების გამოჩენა აეკრძალებათ.

იაპონიაში ტატუები დიდი ხანია "იაკუძას" კრიმინალურ სინდიკატთანაა დაკავშირებული.

მორაგბეებს მოსთხოვენ, სპეციალური ჟილეტები გამოიყენონ საცურაო აუზებისა და სატრენაჟორო დარბაზების გამოყენებისას.

"ჩვენ ამის შესახებ მოთამაშეებს ერთი წლის წინ ვაცნობეთ, კარგი იქნება, თუ ისინი სპეციალურ ჟილეტებს შეიძენენ საცურაო აუზებსა და დარბაზებში გამოსაყენებლად. მორაგბეებმა პატივი უნდა სცენ იაპონურ კულტურას" - განაცხადა ტურნირის დირექტორმა ალან გილპინმა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა, რომლის წევრთა უმეტესობას ტატუები აქვს, დაადასტურა, რომ ისინი პატივს სცემენ ყველა ქვეყნის კულტურას და
გამონაკლისი არც იაპონია იქნება. ამიტომ მათი მორაგბეები გაითვალისწინებენ სვირინგებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

იაპონიაში ტატუებს ყოველთვის ნეგატიური მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ, სხეულის მოხატვა იაპონური მაფიის ყველაზე ძალადობრივ სინდიკატთან, "იაკუძასთან" არის დაკავშირებული, რომელიც დღესდღეობით 60 000 წევრს მოიცავს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც იქნება. ჩვენი გუნდი D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაისთან ერთად იასპარეზებს.

altსაქართველო მსოფლიოს რაგბის რეიტინგში მე-13 ადგილზე დაქვეითდა

altმილტონ ჰეიგი: მსოფლიოს თასის წინ თავს ექსპერიმენტების უფლებას ვაძლევთ