რაგბის მსოფლიო თასი: იტალიამ ნამიბიას ადვილად მოუგო

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასის პირველ ტურში იტალიის ნაკრები ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე საკმაოდ იოლად დაამარცხა- 47:22. თამაში მცირე წყვეტის გარდა, საკმაოდ ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში პირველი ლელო აფრიკელებმა დადეს. მე-6 წუთზე სტივენსმა იტალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი. ევროპელებმა 5 წუთში უპასუხეს საჯარიმო ლელოთი, ტაიმის დასრულებამდე კიდევ 2 ლელო დადეს და პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში გახსნილი, ლაღი თამაში იყო. გამარჯვებულებმა ნამიბიელები კიდევ 4-ჯერ დაალელოვეს, ხოლო აფრიკელებმა კი 2 ლელო მიითვალეს და მოედანი ბრძოლის შემდეგ თავაწეულებმა
დატოვეს.


იაპონია, ჰიგაშიოსაკა. მსოფლიო თასი.  B ჯგუფი

იტალია - ნამიბია 47:22

ლელოები
იტალია: ალანი, ტებალდი, პადოვანი, კანა, პოლედრი, მინოცი
ნამიბია: სტივენსი, გრეილინგი, პლატო

გარდასახვა
იტალია: ალანი (3), კანა (2)
ნამიბია: ლუბსერი (2)

ჯარიმა
ნამიბია: ლუბსერი
მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელი თამაში იყო. მეგონა ერთა თასს ვუყურე.
ანდრი
15:13 22-09-2019
0
იტალიას რომ ვერ მოეგო ის იქნებოდა საოცარი. სადაა ჩვენი იტალიელი ელჩი, ღიმილით რომ გვიჩვენებს პროსტინასავით კბილებს, თქვას, რომელ გუნდს გულშემატკივრობდა:)
Jigaro
13:26 22-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული