რაგბი

მსოფლიოს თასი

შოტლანდიამ მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
30 სექტემბერს, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც შოტლანდიამ სამოა ანგარიშით 34:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი შოტლანდიელებმა 20:0 მოიგეს. მეორე ტაიმში ბონუს-ქულის მოპოვებას ცდილობდნენ და მოახერხეს კიდევაც, თუმცა ორი ტექნიკური ლელო ჩაუთვალეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 12 ქულა გრეგ ლოუდლიმ დააგროვა, რომელმაც ერთი ლელო დადო, ორჯერ გარდასახა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

ეს შოტლანდიის ნაკრების პირველი გამარჯვებაა მსოფლიოს თასზე. პირველ მატჩში შოტლანდია ირლანდიასთან 3:27 დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ