მსოფლიო თასი. C ჯგუფი: არგენტინამ გახსნილ თამაშში აშშ დაამარცხა

AutoSharing Option
9 ოქტომბერს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ძალიან ლაღ და გახსნილ შეხვედრაში აშშ საკმაოდ იოლად დაამარცხა და 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაში გაინაღდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული ბრძოლით დაიწყო და ანგარიში მხოლოდ მე-19 წუთზე გაიხსნა. ლელო არგენტინელებმა დადეს, თავი სანჩესმა გამოიჩინა. მომდევნო 15 წუთში სამხრეთამერიკელებმა კიდევ 2 ლელო დაუდეს მოწინააღმდეგეს და ტაიმის ბოლოს ანგარიში 19:0 იყო, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს აშშ-ის ნაკრების მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 19:5 გავიდნენ.

მეორე ნახევარში მაყურებელმა კიდევ უფრო
გახსნილი თამაში და უფრო მეტი ლელო იხილა. არგენტინელებმა ამერიკელები 4-ჯერ დაალელოვეს, აშშ-ის ნაკრებმა მეტოქის მოედანში ბურთი 2 ჯერ დაამიწა და საბოლოოდ არგენტინამ 30-ქულიანი სხვაობით, 47:17 მოიგო.

მსოფლიოს თასი, C ჯგუფი
არგენტინა - აშშ  47:17

ლელოები
არგენტინა: სანჩესი, ტუკულეტი (2), მალილა (2), დე ლა ფუენტე, ბერტანოუ
აშშ: სკალი(2), ლასიკი

გარდასახვები
არგენტინა: სანჩესი (5), ურდაპილეტა
აშშ: მაკგინთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული