მსოფლიო თასი. D ჯგუფი: უელსმა ფიჯის სძლია და ჯგუფში გალიდერდა

AutoSharing Option
9 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის D ჯგუფის მორიგი მატჩი გაიმართა.

უელსის ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და 29:17 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ფიჯელები დაწინაურდნენ და უელსელებს 5 წუთში ორი ლელო დაუდეს. უკვე მერვე წუთისთვის ფიჯი 10:0-ს იგებდა. მეტოქემ გამოფხიზლება მე-17 წუთიდან შეძლო - ჯოშ ადამსმა ფიჯის საჯარიმოში დაამიწა, 30-ე წუთზე კი კიდევ ერთი ლელო დადო. დენ ბიგარმა, ფიჯელი კოლეგისგან განსხვავებით, ორივეჯერ გარდასახა და უელსმა პირველი ტაიმი 14:10 მოიგო.

53-ე წუთზე ფიჯელების შეტევებმა შედეგი გამოიღო და მათ ტექნიკური ლელო ჩაუთვალეს. ამის შემდეგ
"მფრინავი ფიჯელები" 17:14 დაწინაურდნენ, თუმცა 5 წუთში რის პატჩელმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მე-60 წუთზე კი ჯოშ ადამსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და უელსი დააწინაურა - 22:17. 68-ე წუთზე კი ლიამ უილიამსმა დადო ლელო, რის პატჩელმა კი ამჯერად ზუსტად გარდასახა და უელსმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა.

ამ გამარჯვებით უელსმა ბონუს-ქულა მოიპოვა და 14 ქულით D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებიც" ამავე ჯგუფშია და ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფიჯის გადაუსწრებს და მესამე ადგილს დაიკავებს, რაც ავტომატურად მომდევნო მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლებას მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ ტაიმში რა მაგრად გვითამაშია ამათთან, ახლა ვხვდები.....
ვაიმე
09 ოქტომბერი 2019 20:35
0
თეორიული მოგების შემდეგ ეგრე დაწერეთ თორო ზოგს იმედები უჩნდება
ზორბეგი
09 ოქტომბერი 2019 16:36
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული