მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ტონგამ ამერიკას თამაში შემოუტრიალა და შეჯიბრი გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის შეხვედრაში ტონგას ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს მოუგო და 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი გამარჯვებით დაასრულა.

პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ანგარიში ტონგელებმა გახსნეს, მე-16 წუთზე ლელო ფისიიჰოიმ დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად ტაკულუამ შეასრულა. თუმცა, ამერიკელებმა საკმაოდ მალე უპასუხეს და 21-ე და 26-ე წუთებზე დუბლი თეომ მიიძთვალა. მაკგინთიმ 1 გადასახვა გაიტანა და ტაიმი ამერიკელებმა 12:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში ტონეგელბა ჯერ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ბოლო 22 წუთში მეტოქეს 3 გარდასახული ლელო დაუდეს.
ამერიკელებმა მხოლოდ 1 ლელოთი უპასუხეს მეტოქეს და პირველ ტაიმში გამარჯვების მიუხედავად თამაში წააგეს- 19:31.

აღნიშნული მატჩი მსოფლიოს 2019 წლის თასზე გუნდებისთვის ბოლო იყო. ტონგამ ტურნირი 1 მოგებით დაასრულა და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო აშშ-მ ყველა მატჩი წააგო და 0 ქულით ჯგუფში უკანასკნელი პოზიცია დაიკავა.


რაგბის მსოფლიო თასი, C ჯგუფი


ტონგა - აშშ  31:19


ლელოები

ტონგა: ფისიიჰოი, ჰინგჰანო, პიუტაუ, ვეანუ

აშშ: თეო (2), ლამბორნი


ჯარიმები

ტონგა: ტაკულუა


გარდასახვები

ტონგა: ტაკულუა (2), ფაივა, პიუტაუ
მკითხველის კომენტარები / 3 /
აშშ კი არა, საფრანგეთი ბეწვზე გადარჩა ტონგასთან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა და თავაწეულიც დაბრუნდა სახლში
: )))))))
13 ოქტომბერი 2019 12:44
1
ნაცარი რა შუაშია ? თუ მიგაჩნია, რომ უკეთესად არ გამოიყურებოდნენ, შენი პრობლემაა
: )))))))
13 ოქტომბერი 2019 17:25
0
უკეთესად? აღარ გამოილია ეს ნაცრი.
ანდრი
13 ოქტომბერი 2019 14:15
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული