იაპონიამ 6 ერის მეორე გუნდიც დაამარცხა და მსოფლიო თასის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელმა გუნდმა 6 ერის მეორე გუნდი - შოტლანდიაც დაამარცხა 28:21 და  A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იაპონელებმა 4-ვე შეხვედრა მოიგეს და ესეც ისტორიული შედეგია, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლაზე, რომელიც იაპონური რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა.

იაპონელები, რამდენიმე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრაში დომინირებდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. შეხვედრაში პირველი ლელო ბრიტანელებმა მე-7 წუთზე დადეს, თავი ფინ რასელმა გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ლეიდლოუმ შეასრულა ზუსტად. თუმცა, ამის შემდეგ იაპონელებმა პირველ ტაიმ ბრიტანელთა ჩათვლის მოედანში
ბურთი 3-ჯერ დაამიწეს. ამის გაკეთება მაცუშიმამ, ინაგაკიმ და ფუკუოკამ მოახერხეს. 3-ვერ გარდასახვა ზუსტად ტამურამ დაარტყა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.

მეორე ტაიმიც იაპონელების ლელოთი დაიწყო. 43-ე წუთზე დუბლი ფუკუოკამ შეასრულა, გარდასახვისას კი ტამურა არ შემცდარა. ამის შემდეგ, 6 წუთიან მონაკვთში სკოტებმა ორჯერ დაალელოვეს მეტოქე- 50-ე წუთზე ნილმა , ხოლო 56- ფაგერსონმა. ლეიდლოუ ორივე შემთხვევაში ზუტი იყო. ამ დროს, თითქოს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ შოტლანდიას თამაშში დაბრუნება შეეძლო, თუმცა მატჩის დარჩენილ წუთებში ქულების მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრაც დასრულდა - 28:21.

იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას, სამოას, რუსეთსა და შოტლანდიას მოუგო, 1/4 ფინალში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება, რომელიც წინა მსოფლიო თასზე სენსაციურად დაამარცხა. შოტლანდიის ნაკრებთან დაკავშირებით კი, ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ბრიტანელებმა მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. პირველად ეს 2011 წელს იყო, როცა არგენტინასთან წააგეს.


მსოფლიო თასი, A ჯგუფი


იაპონია - შოტლანდია  28:21


ლელოები

იაპონია: ფუკუოკა, მაცუშიმა, ინაგაკი

შოტლანდია: რასელი, ნილი, ფაგერსონი

გარდასახვები

იაპონია: ტამურა (4)

შოტლანდია: ლეიდლოუ (4)
მკითხველის კომენტარები / 20 /
უი მაგათაც ყოლიათ ნატურმორტები და რუმინეთი დაჩაგრეს.
ddgfdf
14 ოქტომბერი 2019 16:32
1
ან ნიჟარაძე დააბრუნეთ, ან ვინმე წესიერი , მცოდნე კაცი დანიშნეთ რაგბის კავშირის უფროსად. მწვრთნელს კი ბიძინა მოძებნის იმედია როგორიც გვჭირდება
მარი
14 ოქტომბერი 2019 13:18
0
აბა იაპონელები სად ნახეთ 2 კაცი ჰა??? კაით რა მასე ჩვენც დავიმატოთ 13 კაცი ფიჯიდან ზელანდიიდან ტონგადან სამოადან სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენც ვიზავთ რამეს, მირცევნია საქართველოს უბალეშიკო და ქართველებს და ესე ნელ ნელა დავიხვეწოთ ვიდრე საქართველოს ნაკრები გერქვას და 13 კაცი სხვა ქვეყნიდან იყვნენ რა. ტუმცა ულოცავ იაპონელებს)) მაგრები არიან დძძაან
valka
14 ოქტომბერი 2019 12:13
4
40 წელია რაგბს ვუყურებ და რაც იაპონელებმა წელს ითამაშეს მსგავსი არაფერი მინახავს.ფეხს თითქმის არ ურტყავდნენ და სულ წნეხის ქვეშ ყავდათ მოწინააღმდეგე.თუ ფიზიკურად გაუძლეს გამორიცხული არ არის ფინალშიც გავიდნენ
საოცრება
14 ოქტომბერი 2019 01:56
0
აი ნაკრები. რა ზარ-ზეიმით დააბრუნეს გორგოძე?! ვავა, ვავა, შერცხვით. რაგბი იაპონელების თამაშია!
ozeki
13 ოქტომბერი 2019 21:09
29
ამასობაში ჩვენი რაგბისტები თავისუფალ სტილში ჭიდაობენ
aleko
13 ოქტომბერი 2019 21:06
6
ყველაფერი იყიდება. სპორტი მითუმტეს. ვისაც ფული არ აქვს - პერსპექტივა ნოლი. ანუ პერსპექტივა არ გვაქვს
iyideba yveaferi
13 ოქტომბერი 2019 20:45
3
Ai visa aqvs realuri progress chven ki ara
შაკო
13 ოქტომბერი 2019 19:29
1
ეჰ იაპონია ისე მიდის მალე მიიღებენ 4 ერში ჩვენ ვიკითხოთ ღამურასავით რომ ვართ და არც ჩიტებში გვიღებენ და არც თაგვებში
912
13 ოქტომბერი 2019 19:19
0
ქართული რაგბი ძალისმიერია და ესეც უნდა გაგრძელდეს. კურდღელივით სირბილში ვერავის ვაჯობებთ, ვერც ურუგვაის, ვერც რუსეთს და ვერც სხვას
სოსო
13 ოქტომბერი 2019 18:10
52
სოსო მათიაშვილი ხარ? სასწაული შეფასებაა
beqa
13 ოქტომბერი 2019 23:49
2
რაგბში სერიოზულად ერკვევი :D
ზურა
13 ოქტომბერი 2019 19:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული