19 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.
ახალი ზელანდია ირლანდიას შეხვდა და დამაჯერებლად 46:14 დაამარცხა.
ახალზელანდიელებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. გამოირჩნენ ძმები ბოდენ და ჯორდი ბარეტები. დუბი გაიფორმა აარონ სმიტმა.
ახალი ზელანდია ნახევარფინალში ინგლისს 26 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
ზოგ-ზოგი ვითომ გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს რომ მასე წაეგო სასინელ კრიტიკაში გაახვევდა.
რაგბის არ უხდება ჯუჯღუნი!
ჩვენების მიმართ კრიტიკა ძირითადად ეხებოდა იმას, რომ ბურთაობის მაგივრად ვჭიდაობთ და ასეთი სტილის თამაშით შორს ვერ წავალთ.